ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "არსენალის" მწვრთნელი არსენ ვენგერი მზადაა, იკერ კასილიასში 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუ ესპანელი მეკარე "რეალის" დატოვებას მოინდომებს. ესპანურ მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ კასილიასს კლუბის დატოვება უნდა.
ბრიტანული გამოცემა Guardian-ის ცნობით, ესპანეთის ნაკრების მეკარე შეიძლება “არსენალში” გადაბარგდეს და თუ ეს ასე მოხდება, კასილიასი ვენგერის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდება.
შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასი ლა ლიგას პირველ ტურში, "ბეტისის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ესპანელი ამ ფაქტით უკმაყოფილოა და გუნდის გამოცვლაზე ფიქრობს.
გიორგი ბალახაძე