ფეხბურთი

11:17 | 16.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” იოზილი და დიაბი უბრუნდებიან

 

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველებმა მესუთ იოზილმა და აბუ დიაბიმ ტრავმები მოიშუშეს. “სკაი სპორტსის” ცნობით, ამ კვირიდან, ორივე მათგანი ვარჯიშს შეუდგა.

“მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბი იოზილის გამოყენებას “ჰალთან” ინგლისის პრემიერლიგის უახლოესი ტურის მატჩში გეგმავს. მოგეხსენებათ, გერმანიის ნაკრების პლეიმეიკერმა მუხლქვეშა მყესები მარტში დაიზიანა და მას შემდეგ უქმობდა.

რაც შეეხება დიაბის, ლონდონელები მის მოედანზე გაყვანას არ ჩქარობენ. მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო, ფრანგს მიმდინარე სეზონში არცერთხელ უთამაშია. დიაბი გუნდთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ როდის გავა მოედანზე, ჯერჯერობით, უცნობია.

0.1228