ლონდონის “არსენალს” ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველის – იოან გურკუფის იჯარით აყვანა სურს. ამის შესახებ Sky Sports-ი იუწყება.
არაა გამორიცხული, “არსენალმა” მოლაპარაკებაში ჟერვინიოც ჩართოს და კოტდივუარელი “ლიონში” იჯარით გაუშვას. მომდევნო ზაფხულს, ლონდონელები გურკუფის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვასაც ეცდებიან.
ცნობისათვის, საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, გურკუფმა 18 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.