ფეხბურთი

19:08 | 10.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” დე იონგის შეძენა სურს

 

ლონდონის “არსენალი” “მილანის” ცენტრალური ნახევარმცველის – ნაიჯელ დე იონგის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.

ლონდონელთა თავკაც არსენ ვენგერს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურს. თავის მხრივ, ჰოლანდიელი “სან სიროდან” აბარგებაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი მისმა თანამემამულე კლარენს ზეედორფმა დატოვა.

აღსანიშნავია, რომ დე იონგის გადაბირებას კიდევ ერთი ლონდონური კლუბი – “ქუინზ პარკ რეინჯერსიც” ცდილობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111106