ფეხბურთი

16:48 | 6.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” არმერო სურს

ლონდონის “არსენალი” “უდინეზეს” კოლუმბიელი მცველის – პაბლო არმეროს შეძენით დაინტერესდა. ამის შესახებ ბრიტანული მედია იუწყება.

27 წლის სამხრეთამერიკელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “ვესტ ჰემში” გაატარა, რის შემდეგაც “უდინეზეში” დაბრუნდა. არმერომ მსოფლიოს ჩემპიონატზეც კარგად იასპარეზა და არაერთი კლუბის ყურადღება მიიქცია.

აღსანიშნავია, რომ “არსენალის” გარდა, არმეროს ხილვა “საუტჰემპტონსაც” სურს.

 

0.114444