ფეხბურთი

17:45 | 17.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ვალდესისთვის 10 მილიონი გადადო

ინგლისური პრესის ცნობით, ლონდონის “არსენალი” “ბარსელონას” კარის დარაჯის, ვიქტორ ვალდესის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული და “მეთოფეები” მზად არიან ესპანელ კიპერში 10 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც ცნობილია, ვიქტორ ვალდესმა “ბარსელონასთან” ხელშეკრულების გახანგრძლივება არ ისურვა. კატალონიელებთან არსებულ კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის და მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ ვალდესი გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს.
31 წლის მეკარის სამსახურით რომ “არსენალი” იყო დაინტერსებული, ეს სიახლე არაა. The Sun-ის ცნობით, ლონდონელებმა თავიანთ ინტერესს კონკრეტული სახე მისცეს – ზაფხულში, ისინი “ბარსელონას”, ვალდესის სანაცვლოდ, 10 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ.
0.112399