წუხელ, “ბეშიქთაშსა” და ლონდონის “არსენალს” შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის პირველი მატჩის დამთავრების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ “მეთოფეთა” მწვრთნელ არსენ ვენგერს ტრიბუნიდან ბოთლი ესროლეს. “უკვე გვირაბში შევდიოდი, როცა რაღაც საგანი მესროლეს, მგონი ბოთლი იყო. ცხადია ეს მაშინვე განვაცხადე უეფაში,” – თქვა ვენგერმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე კი, ხშირი კამათისთვის მსაჯმა “ბეშიქთაშის” დამრიგებელი, სლავენ ბილიჩი გააძევა სამწვრთნელო სკამიდან.