20 წლის ფრანგი თავდამსხმელი იაია სანოგო “არსენალში” გადავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ლონდონურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და მან “მეთოფეებთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
იაია სანოგო, აქამდე, “ოსერში” თამაშობდა. 2010-13 წლებში, ფრანგული კლუბის პირველი გუნდის მაისურით ჩატარებულ 24 თამაშში მან 11 გოლი გაიტანა.
ამჟამად, სანოგო, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს.