ლონდონის “არსენალს” “ბარსელონას” ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველის, სერხი სამპერის გადაბირება უნდა, მაგრამ როგორც ირკვევა, 19 წლის შუახაზელს ინგლისის დედაქალაქში თამაშის სურვილი არ აქვს.
სამპერი “ბარსა ბ”-ში გამოდის. მას კატალონიელებთან კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს და ხელშეკრულების თანახმად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 12 მილიონი ევროა. ესპანური Mundo Deportivo-ს ცნობით, “არსენალს” სამპერის გადაბირების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. ცოტა ხნის წინათ, ლონდონელებმა ფეხბურთელის გასასყიდი თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადეს, მაგრამ ახალგაზრდა ესპანელისგან უარი მიიღეს. სავარაუდოდ, ამის მიზეზი ისაა, რომ სამპერს, მომდევნო სეზონში, “ბარსას” პირველ გუნდში დაწინაურებას უპირებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მერაბა და ვაწა ნაკრებში
კარგია რაც უფრო მეტი ქართველი ფეხბურთელი აიწყობს უცხოეთში კარიერას მით უკეთესი
წარმატებები
ეს რა პოზიციაზე თამაშობს ზუსტად მითხარით.
საღოლ მერებ იმედია ქეცბა გამოგიძახებს პოლონელებთან.
ალბათ თავის ადგილზე, თვითონ რომ მოსწონს დააყენეს და ათამაშდა
ვაა საგოლ მერაბ მაგარი ყოფილხარ არ ვუჯერებდი აქ ზოგიერთებს. არადა დინამოში ოცი ეპიზოდი დავთვალე კაცი ვერ მოატყუე ერთ თამაში არ ვაჭარბებ მართლა ))) მოგიხდა ახალი გარემო წარმატებები....
ძალიან მაგარია მერება თუ თAვის პოზიციაზე თამაშობს.. აბა უჰრინს ხან საყრდენად ეყენა ხოლმე და მანდ ვერ მოთხოვდი ვერაფერს
))