ფეხბურთი

11:38 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” კაბაიესთვის ახალი წინადადება გაამზადა

ლონდონის “არსენალი” “ნიუკასლის” ფრანგი ნახევარმცველ იოან კაბაიეს შეძენისთვის ბრძოლას განაგრძობს.

27 წლის ფეხბურთელის შეძენის სურვილით “მეთოფეებმა” ერთხელ უკვე მიმართეს “კაჭკაჭებს” ოფიციალური წინადადებით და 10 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ მყარი უარი მიიღეს.

The Times-ის ინფორმაციით, ამ უარმა ლონდონელების სურვილი ოდნავადაც არ დააცხრო უახლოეს პერიოდში ისინი კაბაის ხელში ჩასაგდებად მეორე მცდელობას განახორციელებენ. რაღა თქმა უნდა ამჯერად პირობები გაუმჯობესებული იქნება და “არსენალი” “ნიუკასლს” ფრანგის სანაცვლოდ 13,5 მილიონი გირვანქა სტერლინგს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ მოცემული მომენტისთვის კაბაიე “ნიუკასლში” თამაშზე უარს ამბობს და კლუბის ხელმძღვანელობას გასხვისებას თხოვს. “არსენალის” გარდა იოანის შეძენა პსჟ-საც სურს, მაგრამ ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება ლონდონში სურს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თუ ლონდონელები კვლავ უარყოფით პასუხს მიიღებენ, ისინი “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ გარეტ ბერის ან “სენტ-ეტიენის” მოთამაშე ჯოშუა გილავოგის შეძენაზე გადაერთვებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110436