ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. The Mirror-ის ცნობით, “მეთოფეებმა” 27 წლის ფრანგისთვის შესათავაზებლად უკვე გაამზადეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ყოველკვირეული ხელფასი 80 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება.
ოლივიე ჟირუ “არსენალმა” 2012 წელს, “მონპელიესგან” შეიძინა 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად. ამჟამად ფორვარდი მძიმე ტრავმას იშუშებს.
ვასილ მშვილდაძე