ფეხბურთი

20:23 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ინგლისის სუპერთასი მოიგო

ინგლისში საფეხბურთო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სუპერთასის მატჩში (FA Community Shield) ლონდონის “არსენალმა” ლეგენდარულ “უემბლიზე” “მანჩესტერ სიტი” 3:0 დაამარცხა და დაამტკიცა, რომ აგვისტოში გაცილებით კარგ ფორმაშია, ვიდრე “ქალაქელები.”

ანგარიში 21-ე წუთზე სანტი კასორლამ გახსნა. ტაიმის მიწურულს, 42-ზე, აარონ რემზიმ მეორე შეაგდო. შესვენების შემდეგ “მეთოფეები” კვლავ მეტს უტევდნენ, მე-60 წუთზე ოლივიე ჟირუმ ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაასამა.

“არსენალმა” ქვეყნის სუპერთასი ისტორიაში მეცამეტედ მოიპოვა.

 

 

0.134984