ფეხბურთი

20:09 | 31.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ფრიმპონგი “ბარნსლის” მიჰყიდა

“არსენალის” 22 წლის ნახევარმცველი ემანუელ ფრიმპონგი კარიერას “ბარნსლიში” განაგრძობს. ამ ინფორმაციას ორივე კლუბი ადასტურებს.

ინგლისის ჩემპიონშიფში მოთამაშე “ბარნსლის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია.

ემანუელ ფრიმპონგს “არსენალის” შემადგენლობაში მხოლოდ 16 თამაში აქვს ჩატარებული. 2011-13 წლებში, ის “ვულვერჰემპტონში”, “ჩარლტნონსა” და “ფულემში” იყო განათხოვრებული.

0.121294