ფეხბურთი

18:54 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” დიეგო კოსტას შეძენაზე უარი თქვა

ლონდონის “არსენალმა” მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიური წარმოშობის ფორვარდ დიეგო კოსტას შეძენაზე უარი განაცხადა.

“მეთოფეთა” თავკაცი არსენ ვენგერი 25 წლის ესპანეთის ნაკრების ფორვარდის ზამთარში, ან მომავალ ზაფხულს შეძენის პერსპექტივას აქტიურად განიხილავდა. თუმცა, სკაუტების მიერ მოწოდებულმა უკანასკნელმა ცნობებმა, კოსტას მობილურობა და უნარი იმისა, რომ ლონდონელთა სათამაშო სტილს უპრობლემოდ შეერწყმოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პირმერა დივიზიონში ჩატარებულ 24 მატჩში დიეგო კოსტამ 21 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში კრიშტიანუ რონალდუს ერთი გოლით ჩამორჩება.

0.065552