ფეხბურთი

11:13 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ბენდერი ვერ იყიდა

ლევერკუზენის “ბაიერის” ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ნახევარმცველი ლარს ბენდერი არ ეთმობა. გერმანული სააგენტოების ცნობით, “ბაიერმა” ამ დღეებში ბენდერის მსურველი “არსენალისგან” 23 მილიონი ევროს შეთავაზება მიიღო, მაგრამ ლონდონელები უარით გაისტუმრა.

“ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და ბუნებრივიცაა, რომ მისდამი ინტერესს იჩენენ, მაგრამ ამ ეტაპზე ტრანსფერის თემა არ განიხილება. ბენდერისა და “ბაიერის” კონტრაქტს ვადა 2017 წელს ეწურება”, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა. 

 

 

0.116335