ჩრდილოლონდონის “არსენალს” ნახევარმცველი ჯეკ უილშირი მინიმუმ 6 კვირით დააკლდება. დანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისას ალბიონელთა უპირველესი გუნდის ჰავბეკმა მარცხენა ფეხის კოჭის ძვალი სკანდინავთა მცველ დანიელ აგერთან შეტაკებისას მოიტეხა.
ეს ინციდენტი ინგლისისა და დანიის ეროვნულ გუნდთა ტესტ-მატჩის დასაწყისში, დაახლოებით მეცამეტე წუთისთვის მოხდა. ამის შემდეგ თითქმის საათი სათამაშო დროის განმავლობაში უილშირი საფეხბურთო მინდორზე იყო და ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ჯეკი მხოლოდ ასპარეზობის მიწურულს დასვა სათადარიგოთა სკამზე.
11 მარტს “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ შეხვედრას მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ უილშირის გარეშე ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჟერვინიოო! წელს რომა ჩემპიონი გახდება! რომელ ტოტალიზაორშია ეგ პროგრამა? ჟერვინიოს ხათრით რომას ჩემპიონობაზე უნდა დავდო სერია ა-ში
თან იუვე დასუსტდა ჩემი აზრით.
რავი წესით უნდა იბრძოლოს რომამ ჩემპიონობისთვის.
შესნი-რუდიგერი-კასტანი-მანოლასი-დინიე-დე როსი-ნაინგოლანი-პიანიჩი-ჟერვინიო-სალაჰი-ჯეკო.
რუდიგერი და დინიე ფლანგის მცველები დაიმატა რომამ და ერთი ცენტრალურიც კარგი იქნება და ეგაა წინ ყველაფერი კარგადაა.