ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა, ლონდონის “არსენალის” ინტერესის საგნად რჩება.
Daily Mail-ის ცნობით, “მეთოფეები” მზად არიან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ 20 წლის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გადაიხადონ.
წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლონდონელები გუნდის გაძლიერების მიზნით სულ 150 მილიონი ევროს დახარჯვას ვარაუდობენ. პოგბასთან მიმართებაში “არსენალს” კონკურენტები არ მოაკლდება, რადგან მისი შეძენა ისეთ ევროპულ გრანდებს სურთ, როგორებიც პსჟ, “ბაიერნი”, “ჩელსი” და მისი ყოფილი კლუბი “მანჩესტერ იუნაიტედი” არიან.