ლონდონის "არსენალი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველით სამი ხედირათი დაინტერესდა.
გერმანელმა ფეხბურთელმა გასული წლის ოქტომბერში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და სეზონში ბევრი დროც გაუცდა. 27 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაცია სრულად გაიარა და იმდენი შეძლო, რომ კლუბს მაისის თვეში დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში სასტარტოშიც კი ითამაშა.
ლონდონელთა თავკაცი არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ ფაბრეგასთან ერთად ხედირასაც შეიძენს. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს სამეფო კლუბთან კონტრაქტი მომდევნო წლის ზაფხულში ეწურება და "რეალი" მზადაა ფეხბურთელს 15 მილიონ გირვანქად შეელიოს.
შეგახსენებთ, რომ სამი ხედირა მადრიდელებმა 2010 წელს "შტუტგარტიდან" 14 მილიონ ევროდ შეიძინეს.
გიორგი ბალახაძე