ფეხბურთი

15:47 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ვიდალში 44 მილიონს იხდის

ლონდონის “არსენალმა” ტურინის “იუვენტუსს” არტურო ვიდალის თაობაზე ოფიციალური სატრანსფერო წინადადებით მიმართა. ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონელები 27 წლის ჩილელში 44 მილიონ გირვანქას იხდიან.

სამხრეთამერიკელი ნახევარმცველის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს. “წითელი ეშმაკები” ვიდალში 30 მილიონ გირვანქას იხდიან. ცხადია, ტურინელთათვის უფრო მომხიბვლელი “მეთოფეთა” წინადადებაა.

“მანჩესტერისგან” განსხვავებით, “არსენალი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში იასპარეზებს, რაც ვიდალის ინტერესებში შედის.

 

0.117231