ფეხბურთი

16:02 | 8.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ველას და რემის უმიზნებს

 

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი გუნდის გაძლიერებას გეგმავს. "მეთოფეები" "სოსიედადის" და “ნიუკასლის” თავდამსხმელების კარლოს ველასა და ლოიკ რემის გადასაბირებლად მზად არიან.

ლონდონელები მექსიკელი ფეხბურთელის დასაბრუნებლად 5 მილიონ ევროს გამოჰყოფენ. 25 წლის თავდამსხმელის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.

კარლოს ველას გასულ სეზონი საკმაოდ ნაყოფიერი გამოუვიდა. მექსიკელმა 52 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა და თანაგუნდელებს თავის გამოჩენის საშუალება 14-ჯერ მისცა.

ქპრ-ს საკუთრებაში მყოფმა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლოიკ რემიმ გასული სეზონი იჯარის წესით "ნიუკასლში" გაატარა. "მეთოფეები" მზად არიან ფრანგ თავდამსხმელში 10 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

გასულ სეზონში "კაჭკაჭების" მაისურით, 27 წლის ფეხბურთელმა 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

გიორგი ბალახაძე

0.117733