მუხლის მძიმე ტრავმის გამო, ლონდონის “არსენალის” შემტევი ტეო უოლკოტი სეზონის ბოლომდე იუქმებს და კლუბში მის შემცვლელს აქტიურად ეძებენ. ბრიტანული პრესის ცნობით, იანვარში, “მეთოფეების” მთავარი მიზანი შეტევის ხაზის გაძლიერებაა.
“არსენალის” თავკაც არსენ ვენგერს დიეგო კოსტას, ჯექსონ მარტინესისა და მარიო მანჯუკიჩის კანდიდატურები მოსწონს, მაგრამ შუა სეზონში, ასეთი კალიბრის ფეხბურთელთა ხელში ჩაგდება იოლი არ იქნება.
სათადარიგო ვარიანტებად განიხილებიან სალომონ კალუ (“ლილი”) და ალვარო მორატა (“რეალი”).