ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის – უეინ რუნის შეძენას ჯიუტად ცდილობს. Goal-ის ცნობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, “მეთოფეები” “წითელ ეშმაკებს” უკანასკნელი წინადადებით მიმართავენ.
მოსალოდნელია, რომ “არსენალი” “მანჩესტერს” რუნის სანაცვლოდ 25 მილიონ გირვანქა სტერლინგსა და თავის ერთ ფეხბურთელს შესთავაზებს. ჯერჯერობით, “ხურდაში გასაყოლებელი” ლონდონელის გვარი არ კონკრეტდება.
რამდენადაც ცნობილია, რუნის გადაბირება ლონდონურ კლუბებს – “ტოტენჰემსა” და “ჩელსისაც” სურთ.