ფეხბურთი

15:26 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” რიჩარდსით დაინტერესდა

 

ლონდონის “არსენალი”, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ამისთვის “მანჩესტერ სიტიდან” მაიკ რიჩარდსის შეძენას გეგმავს.

The Independent-ის ცნობით, თუ გუნდს ბაკარი სანია დატოვებს, დაცვის მარჯვენა ფლანგზე წარმოქმნილი პრობლემის აღმოფხვრას “მეთოფეები” სწორედ 25 წლის ფეხბურთელით ეცდებიან.

რიჩარდსი “სიტის” საფეხბურთო კლუბის აღზრდილია და მასთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, თუმცა, ჯერ კიდევ 2007 წელს, მაიკმა “არსენალში” გადასვლის სურვილი გამოთქვა. გასულ სეზონში, მან პრემიერლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რადგან პაბლო საბალეტას კონკურენცია ვერ გაუწია და გუნდის გამოცვლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126705