ფეხბურთი

16:01 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” მზადაა, იგუაინისთვის კლუბის რეკორდი დაამყაროს

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, გონსალო იგუაინის შესაძენად, ლონდონის “არსენალი” მზადაა, კლუბის სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს. ამის შესახებ, Sky Sports-ი იუწყება.

“არსენალი” არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ მადრიდელებისთვის 25 მილიონი გირვანქა სტერლინგის შეთავაზებას აპირებს. თუმცა, “სამეფო კლუბი” ფორვარდის თაობაზე არავითარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს ახალი მწვრთნელის დანიშვნამდე, რომელიც დიდი ალბათობით კარლო ანჩელოტი იქნება.

დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, რომელიც “არსენალს” ოდესმე შეუძენია, ანდრეი არშავინია. 2009 წლეს მის სანაცვლოდ ლონდონელებმა სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.


თეგებიიგუაინი
0.114951