გუშინ ინგლისის ლიგის თასის 1/16 ფინალური შეხვედრების ნაწილი გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს, “არსენალისა”და “საუთჰემპტონის” დაპირისპირება იწვევდა. არსენ ვენგერმა ბევრ მოთამაშეს დასვენების საშუალება მისცა და სარეზერვო მოთამაშეებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. მეტნაკლებად გადახალისებული იყო “წმინდანების” შემადგენლობაც. რონალდ კუმანმა ტარგეტს, გარდოშსა და მანეს მისცა შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება. ყველაფერი საინტერესო პირველ ტაიმში მოხდა, მე-14 წუთზე ალექსის სანჩესმა დიდებული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გახსნა. 6 წუთში ტადიჩმა პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა, ხოლო მე-40 წუთზე კლაინმა გამარჯვების გოლი შეაგდო და “საუთჰემპტონი” შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ძალიან გაუჭირდა “ლივერპულს”, რომელიც ჩემპიონშიფის “მიდლსბროს” მასპინძლობდა. როჯერსის გუნდი ასევე გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. ანგარიში 17 წლის ჯორდან როსიტერმა გახსნა მე-10 წუთზე, რომელსაც 62-ე წუთზე რიჩმა უპასუხა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვნა. მოვლენები ძალზე დრამატულად განვითარდა, 109-ე წუთზე სუსომ თავისი გუნდი დააწინაურა, მაგრამ სტუმრები არ დანებდნენ და 127-ე (!!!) წუთზე ანგარიში პენალტიდან გაათანაბრეს.
საოცარი გამოდგა პენალტების სერიაც, მსგავსი ანგარიშები საფეხბურთო ლატარიაში ძალზე იშვიათად ფიქსირდება. უშეღავათო ბრძოლაში “ლივერპულმა” 14:13 იმარჯვა, დღის ყველაზე უიღბლო მოთამაშე განელი ალბერტ ადომა გახდა, რომელმაც გადამწყვეტი პენალტი ვერ გამოიყენა.
სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია, “სუონსის” მიერ “ევერტონის” განადგურება, “მანჩესტერ იუნაიტედის” გამდგები “დონსის” კიდევ ერთი გამარჯვება და “სტოკის” საგარეო გამარჯვება “სანდერლენდთან”.
არსენალი – საუთჰემპტონი 1:2 (1:2)
ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, ჰაიდენი, კოქლენი, ჩემბერსი, ბელერინი, დიაბი (კასორლა 67), უილშირი, კემპბელი (ჩემბერლენი 70), როსიცკი, სანჩესი, პოდოლსკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
საუთჰემპტონი (4-3-3): ფოსტერი, გარდოში, კლაინი, ფონტე, ტარგეტი (ბერტრანი 86), დევისი, ვანიამა, შნეიდერლენი, მანე (ლონგი 71), ტადიჩი, პელე.
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
გოლები: 1:0 სანჩესი (14), 1:1 ტადიჩი (20 პენ.), 1:2 კლაინი (40).
გაფრთხილებები: როსიცკი, უილშირი - ვანიამა
მსაჯი: კ.სტრუდი
ლივერპული – მიდლსბრო 2:2 დ.დ. (პენ. 14:13)
ლივერპული, “ენფილდ როუდი”
ლივერპული: მინოლე, სახო, ტურე, ენრიკე, მანკილიო, ლეივა, ლალანა, როსიტერი (უილიამსი 78), მარკოვიჩი (სუსო 98), სტერლინგი, ლამბერტი (ბალოტელი 73).
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
მიდლსბრო: ბლეკმენი, ომერუო, აიალა, ფრენდი, ფრედერიკსი, რიჩი, ლედბიტერი (ბამფორდი 111), კლეიტონი, ადომა, ტომლინი (ვოსენი 111), მარტინესი (ვილდსჩუტი 75).
მწვრთნელი: აიტორ კარანკა
გოლები: 1:0 როსიტერი (10), 1:1 რიჩი (62), 2:1 სუსო (109), 2:2 ბამფორდი (127).
გაფრთხილებები: სახო - ომერუო, რიჩი
მსაჯი: მაიკლ ჯონსი
სუონსი – ევერტონი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 დაიერი (28), 2:0 სიგურდსონი (64), 3:0 ემნსი (87).
კარდიფი – ბორნმუთი 0:3 (0:3)
გოლები: 0:1;0:3 გოსლინგი (9;33), 0:2 დანიელსი (22).
დერბი – რედინგი 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 რუსელი (67), 2:0 პერჩი (82 ს.კ.).
ლეიტონი – შეფილდ იუნაიტედი 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჰიგდონი (3).
დონსი – ბრედფორდი 2:0 (1:0)
გოლები: აფობე (5;86).
შრიუსბერი – ნორვიჩი 1:0 (0:0)
გოლი: კოლინსი (54).
სანდერლენდი – სტოკი 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 ალტიდორი (16), 1:1;1:2 მუნიესა (31;71).
ფულჰემი – დონკასტერი 2:1 (2:0)
გოლები: 1:0 რუისი (16), 2:0 ბარნი (32), 2:1 კოპინგერი (60).
ირაკლი ალიმბარაშვილი







