ფეხბურთი

22:35 | 18.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ლავეცის ტრანსფერში 19 მილიონს ჩამოდის

 

THE SUN-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალი" მზადაა "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელ ეზეკიელ ლავეცის ტრანსფერში 19 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც მოგეხსენებათ, "მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი, მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდს თვალი უკვე დაადგა "ნაპოლიმ" და ლონდონის "ჩელსიმ". "არისტოკრატები" ლავეცის ეტოოს შემცვლელად მოიაზრებენ, თუმცა შეთავაზება პარიზელებისთვის ჯერ არ გაუკეთებიათ. ნეაპოლურმა კლუბმა პსჟ-ს ფეხბურთელის სანაცვლოდ უკვე შესთავაზა 23 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, რომ ლავეცის პარიზელებთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში ფეხბურთელმა პსჟ-ს რიგებში 48 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

0.125549