ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა “მონაკოს” ახალგაზრდა ნახევარმცველ ჟოფრეი კონდოგბიათი დაინტერესდა.
Get French Football-ის ცნობით, ინგლისური კლუბის სკაუტებმა საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გასულ შაბათს “აიაჩოსთან” 4:1 მოგებულ მატჩში საქმეში ნახეს.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში კონდოგბიამ გოლი გაიტანა. საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატის 25 მატჩში, ეს 21 წლის ფეხბურთელის პირველი გოლია. კონდოგბიამ გასული სეზონი ესპანურ “სევილიაში” გაატარა და “მონაკოს” ამ სეზონში შეუერთდა.







