ფეხბურთი

18:08 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ჟირუს შემცვლელის ყიდვას არ აპირებს

ლონდონის “არსენალი” ტრავმირებული ოლივიე ჟირუს შესაცვლელად არავის იყიდის. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ცნობილია, “მეთოფეების” ფრანგმა შემტევმა მძიმე ტრავმა მიიღო და არაა გამორიცხული, ის გუნდს მიმდინარე წელს ვეღარ დაეხმაროს. ბრიტანული პრესის ცნობით, ვენგერი მისი შემცვლელის ყიდვას არ აპირებს, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი თავდამსხმელის არენდით აყვანას არ გამორიცხავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვენგერი ფიქრობს, რომ იაია სანოგო, ხოელ კემპბელი, ლუკას პოდოლსკი, თეო უოლკოტი და ალექსის სანჩესი ჟირუს შეცვლას მოახერხებენ.

0.125186