ფეხბურთი

16:25 | 18.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

არსენალი იობოსა და ლუგანოს დამატებას ეცდება

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი დიეგო ლუგანოსა და ჯოზეფ იობოს დამატებით დაინტერესდა. დებუშის ტრავმის, ჩემბერსისა და კოშელნის არც თუ კარგი  სათამაშო ფორმის გამო მეთოფეებს დაცვის ხაზში საიმედო მოთამაშის დამატების სურვილი აქვთ. ფრანგი მწვრთნელი დაცვის დაბალანსების გზას მინიმუმ ერთი ცენტრალური მცველით გაძლიერებაში ხედავს.

როგორც იობოს, ასევე ურუგვაელ ლუგანოს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ლონდონელებმა სავარაუდოდ ეს ფაქტორიც გაითვალისწინეს. იობო “ევერტონისა” და “ნორვიჩის” ღირსებას იცავდა, ხოლო ლუგანო “ვესტ ბრომვიჩის” მაისურით ასპარეზობდა.

ხსენებული მოთამაშეები თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობენ. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ლონდონელბს მათში თანხის გადახდა არ მოუწევთ.


დიმა შარიქაძე

0.121369