ლონდონის "არსენალმა" "სოსიედადის" თავდამსხმელთან ანტოინე გრიეზმანთან პირველად შეთანხმებას მიაღწია. "მეთოფეები" 23 წლის ფრანგ თავდამსხმელში 30 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ანტოინე გრიეზმანი "სოსიედადში" 14 წლის ასაკიდან იმყოფება. Goal.com-ის ინფორმაციით, ფრანგი თავდამსხმელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპული" იჩენენ.
შეგახსენებთ, რომ გრიეზმანმა ამ სეზონში პრიმერადივიზიონის 31 მატჩში თავი 16-ჯერ გამოიჩინა.
გიორგი ბალახაძე