ფეხბურთი

17:47 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” ჩალხანოღლუთი დაინტერესდა

 

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობა “ჰამბურგის” ახალგაზრდა ნახევარმცველ ჰაკან ჩალხანოღლუს შეძენით დაინტერესდა.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში, 19 წლის თურქეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი საკუთარი გუნდის წამყვან ფიგურად იქცა და ამით ევროპული ტოპ-კლუბების სკაუტების ყურადღება დაიმსახურა. როგორც ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელის გამოჩენის შემთხვევებში ხდება, მათ შორის ტრადიცულად ლონდონის “არსენალიცაა”.

“მე უკვე მაცნობეს “არსენალის” მხრიდან ჰაკანის მიმართ ინტერესის შესახებ. ვვარაუდობ, რომ იანვარში ლონდონელები კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ და “ჰამბურგს” ოფიციალური წინადადებით მიმართავენ. ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ის ავღნიშნოთ, რომ ჰაკანისა და “ჰამბურგის” თანამშრომლობა წარმატებით გრძელდება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ის ამ გუნდში დარჩეს, რათა მისი განვითარება შეუფერხებლივ გაგრძელდეს” - განუცხადა Hamburger Morgenpost-ს ფეხბურთელის აგენტმა ბეკტას დემირტასმა.

 

 

0.118764