ფეხბურთი

13:52 | 3.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ბონიში 31 მილიონს იხდის

 

ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის "არსენალი" მზადაა უელსური "სუონსის" თავდამსხმელ ვილფრიდ ბონიში 31 მილიონი ევრო გადაიხადოს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "სუონსის" ხელმძღვანელობა მზადაა კოტდივუარელ ფეხბურთელს 25 მილიონ გირვანქად შეელიოს (31 მილიონი ევრო).

ლონდონელებმა უელსელებისთვის სასურველი შეთავაზება უკვე გააკეთეს და შეიძლება 25 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონში "არსენალის" რიგებში ვიხილოთ. თავდამსხმელისადმი ინტერესს ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპულიც" იჩენენ.

ვილფრიდ ბონიმ გასულ სეზონში "სუონსის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

0.134293