ბირმინგემის “ასტონ ვილას” თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე კიდევ ერთი ინგლისური კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების 22 წლის ფეხბურთელის შეძენა “ტოტენჰემის” შემდეგ კიდევ ერთ ლონდონურ კლუბს, “არსენალს” მოუნდა.
წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც ფორვარდმა ბირმინგემელებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მისი სატრანსფერო ღირებულება 18-იდან 28 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბენტეკეს შეძენა იტალიურ “იუვენტუსსა” და “ლაციოსაც” სურთ.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 7 მატჩში, ბელგიელმა 4 გოლი გაიტანა.