ბრიტანული მედიის ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის "არსენალი" ლევეკუზენის "ბაიერიდან" ნახევარმცველის, ლარს ბენდერის გადაბირებას შეეცდება.
ჯერ არაა ცნობილი რამდენს შესთავაზებენ ლონდონელები გერმანულ კლუბს 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ. არსენ ვენგერი კლუბის გაძლიერებას გამოცდილი ნახევარმცველით და ცენტრალური თავდამსხმელით გეგმავს.
"მეთოფეების" კიდევ ერთი სამიზნე ილკაი გუნდოგანი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ 23 წლის გერმანელმა დორტმუნდელებთან კონტრაქტი 2016 წლამდე გაახანგრძლივა, ლონდონელები რატომღაც მაინც იმედოვნებენ გუნდოგანის გადაბირებას.
გიორგი ბალახაძე