ფეხბურთი

17:12 | 30.09.2013 | ნანახია 2293 - ჯერ

არსენ ვენგერი: “პრემიერლიგის მოგების შანსი შვიდ გუნდს აქვს”

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის აზრით, მიმდინარე სეზონში, პრემიერლიგაში გამარჯვების შანსი, ერთბაშად შვიდ გუნდს აქვს.

ექვსი ტურის შემდეგ, ვენგერის შეგირდები სატურნირო ცხრილის სათავეში არიან, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საჩემპიონო რბოლა ადვილად პროგნოზირებადი არ იქნება.

“ჩემპიონობის შანსი გვაქვს, მაგრამ ბრძოლა ძალიან ღიაა. ჩვენ წინსვლა ასეთივე მონდომებით უნდა გავაგრძელოთ. გასული სეზონის საუკეთესო ოთხეულს (“მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი” და “არსენალი) შეგვიძლია “ლივერპული”, “ტოტენჰემი” და “ევერტონი” დავამატოთ. ეს ძალიან საინტერესო იქნება. ახლა, სეზონის ძალიან ადრეული სტადიაა და მხოლოდ 6 მატჩი ჩავატარეთ. თუმცა, პირველ ტურში დამარცხების შემდეგ 15 ქულის მოპოვებით, ბედნიერი ვარ. წინა წლებთან შედარებით რა შეიცვალა? ამჟამად, შესაძლებლობების 80 პროცენტით თამაში, პრემიერლიგის ნებისმიერი გუნდის დასამარცხებლად საკმარისი არაა. მინიმუმ, 95-100 პროცენტით უნდა დაიხარჯო და ეს, ძალიან საინტერესო სეზონს გვიქადის”, – იუწყება ვენგერის სიტყვებს გამოცემა Daily Mirror-ი.


კომენტარები (19)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:00 | 01.10.2013
კიჭა (84)

რა კამათი უნდა რომელი უფრო საინტერესოა.პრიმერაში ბარსა და ატლეტიკო და რეალიც თიღქმის ყველას იგებენ.7დან 7 მოგება 2 გუნდს აქვს.ინგლისში კი 4 ტურის მერე 6ვე ლიდერს უკვე წაგება ქონდათ.ზოგს 2იც კი... ასე რომ პრიმერებო,უყურეთ კოლმეურნეების ჩემპიონატს,სადაც მე-20 წუთზე უკვე დამთავრებულია ყველაფერი...

10:32 | 01.10.2013
vendetta22 (4308)

ესპანეთის პრიმერას ქომაგებო რატო სკდებით გულზე? :-) ერთადერთ ვენგერი რაშიც შეცდა ეგ იყო ევერტონი რომ მიათვალა ამ საჩემპიონო რბოლაში მონაწილე გუნდებს! :-)
1) არსენალი
2) ლივერპული
3) მანჩესტერი
4) ჩელსი
5) სიტი
6) ტოტენჰემი! :-)

ესპანეთი

1) ბარსა
2) რეალი
3) ატლეტიკო!

დასკვნა თქვენთვის მომინდვია! :-) :-) :-) :-)
რომელ ჩემპიონატია უფრო საუკეთესო რომელია უფრო დაძაბული და რომელია უფრო კონკურენტუნარიანი!

ბარსელონა და რეალი ერთად აღებული ყველას ჯობია ინგლისის კლუბებს ეგ უდავოა, მაგრამ ზოგადად ჩემპიონატის სიძლიერე განისაზღვრება იმის მხედვით რამდენად ძლიერი და მებრძოლი გუნდი ასპარეზობს ლიგაში, ასე რომ მემგონი ცალსახაა, რომ პრემიერლიგა უფრო ძლიერი ჩემპიონატია ვიდრე ეგ ორგუნდა პირველობა, გილოცავთ წელს სტატუსი შეგეცვლებათ და ორგუნდს ნაცვლათ სამგუნდა გახდებით!
პირადად მე ნამდვილად მივესალმები ატლეტიკოს ეგეთ თამაშშს, მინდა რომ ცემპიონიც გახდეს, მაგრამ მაგ გუნდის ყველაზე დიდი პრობლემაა გრძელი სკამის არქონა და ორ ფრონტზე ბრძოლა, ამდენს ვერ გაუძლბს!

23:47 | 30.09.2013
dzma (481)

ჩემპიონშიპის გუნდებს რას ერჩის ვერ გავიგე ტო

21:07 | 30.09.2013
Madrileño (26972)

7-ს არა 20 გუნდს აქვს


ჩემი აზრით ჩელსი გახდება ჩემპიონი

21:41 | 30.09.2013
El Capitano 7 (35967)

ეპლში ყველას აქ მოგების შანსი DDDDDD

10:34 | 01.10.2013
vendetta22 (4308)

ესპნეთში დამისახელე 5 გუნდი რომელსაც აქვს შანსი? :-)

ბარსა რეალი, რეალი ბარსა ბარსა რეალი! ჰა ჰა ატლეტიკო! :-) ორგუნდაას ქომაგები რომ პრემიერლიგას დასცინებენ! :-)

19:40 | 30.09.2013
silva (3725)

ძალიან ადრეა ჯერ ჩემპიონიბაზე ბაზარი,მაგრამ არსენალი წელს თუ ვერ გახდა ჩათვალონ რომ კიდევ კარგახანს ვერ გახდებიან.დრო უნდა იხელთოს ვენგერმა და სანამ სიტი ჩამოყალიბების პროცესშია და მთლიანად ლიგაზეა გადართული(აგუერო განაცხადშიც არ შეიყვანეს ბაერნთან თამაშისთვის დაასვენეს),სანამ ჟოზეს გუნდი აუწყია და სანამ მანჩესტერიც აზრზე მოსულა მანამდე ქულები უნდა დააგროვონ რაც შეიძლება მეტი

19:11 | 30.09.2013
ronald0 (13826)

ფერნანდო სუკრე

შენი ძველი ნიკი რა არის???

18:51 | 30.09.2013
DeaM11 (350)

აუ ლივერპული გახდეს რაააა არსენალს აქვს ყველაზე კარგი შანსი ამ დროისთვის

18:02 | 30.09.2013
OLYMPIQUE__LYONNAIS (310)

არსენალის, ტოტეს და ჩელსის შორის გაირკვევა ჩემი აზრით ჩემპიონი. და იმედია ლივერი გავა ლიგაზე

18:01 | 30.09.2013
abuka (1007)

დროა, არსენალმა უნდა მოიგოს ეს სეზონი!!!!!

17:59 | 30.09.2013
ჯონი (102)

stripslashes((strlen('http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html')>0?'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html':'http://youtamashi.com/moqmedebiti/3000-sa-mp-03c.html'))

17:57 | 30.09.2013
slash (4728)

იქნებ თარგამნშია რამე შეცდომა და კითხვა იყო: რამდენ ინგლისურ გუნდს გაიხსენებთ დაუფიქრებლად ?

00:26 | 01.10.2013
del rey (668)

23:49 | 30.09.2013
dzma (481)

: ))))))))

17:49 | 30.09.2013
Frusciante (2193)

მანიუს ეგეთი თამაშით შანსი არ ექნება
როგორც რეალს ლა ლიგაში

17:57 | 30.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

გილოცავ ვაკოს საგოლეს ეგ 1 და სხვა მრავალი

18:09 | 30.09.2013
Frusciante (2193)

მადლობა კიდევ ერთხელ

17:47 | 30.09.2013
ronald0 (13826)

ქპრ იგებს წელს პრემიერ ლიგას :დ ან რედინგი ))))

23:05 | 30.09.2013
del rey (668)

მე უფრო მილოული მგონია

18:14 | 30.09.2013
LAMA80 (1224)

ქპრ წელს მოიგებს იმ ლიგას სადაც თამაშობს - ჩემპიონშიფს!

17:48 | 30.09.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

DDDDDDDD

17:44 | 30.09.2013
ჩიჩარიტო (18039)

ევერტონიო ეტყობა ძაან დაადებილა ამდენმა კარგმა თამაშმა ზედიზედ მაინც არ იყო მიჩვეული წელს არსენალი გახდება ჩემპიონი

17:37 | 30.09.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

ეპლში პალასსაც აქვს შანსი მერე რა რო ბოლოზეა

17:37 | 30.09.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

არა არსენ ცდები საუთჰემპტონმა და ვესტბრომვიჩმა ან სუონსიმ რა დააშავა?

17:24 | 30.09.2013
amigo23 (14112)

არსენ წელს პრემიერლიგა უნდა დაიდოოს

17:24 | 30.09.2013
NGoLo KaNte (36472)

ჩემი აზრით ჩელსი სიტი ტოტენჰემი ესენი არიან მთავარი კანდიდატები

18:00 | 30.09.2013
amigo23 (14112)

ჩელსი და ტოტენჰემი??? და არსენალი არა??

19:24 | 30.09.2013
NGoLo KaNte (36472)

არა ) ეგ პირველი ადგილი თქვენც გიკვირთ დაიცა რამოდენიმე თამაში და ჩამოიწევს

17:50 | 30.09.2013
West Ham (331)

ტოტენჰემს რატო აქ უფრო მეტი შანსი ვიდრე არსენალს ამიხსნით ვინმე???? )))))

00:25 | 01.10.2013
del rey (668)

ბეილი რო გაყიდეს ალბათ იმიტო

19:25 | 30.09.2013
NGoLo KaNte (36472)

ვილაშ ბოაშის ფაქტორის გამო )) რაგითხრა აბა ასე მგონია პირადი შეხედულობაა ასეთი

18:23 | 01.10.2013
West Ham (331)

ვილაშ ბოაში არა კვახი )))
იმ ჩემპიონატს სადაც მწვრთნელებად ვენგერი და მაურინიო არიან, სხვებს რო თავი დავანებოთ, ვერ მოიგებს ბოაში ))
თან ვენგერსაც და მაურინიოსაც უკეთესი ფეხბურთელები ყავთ ვიდრე ბოაშს. და სიტი არ უნდა გამოგრჩეთ არცერთს, ძაან ძლიერი გუნდია ძლიერი მწვრთნელით.
ამ სამ გუნდს ტოტენჰემზე მეტი შანსი ყველა ვარიანტში აქვთ )

17:53 | 30.09.2013
"სანამ წარბას არ გააგდებენ რეალი ისე ვერაფერს აიღებს" ისე ხო რას ამბობ :D (5283)

მეც ვერ გამიგია ურთიერთშეხვედრაში მოჭიმა,ქულებით პირველზეა და მაინც სხვა გუნდებს აყენებენ წინ :/

17:16 | 30.09.2013
lasha147 (6103)

ევერტონი არა ნიუკასლი კიდე

0.136056