ფეხბურთი

19:51 | 17.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “მოურინიო მე კი არა, “ჩელსის” ამცირებს”

ლონდონის “არსენალის” მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს, ინგლისის თასზე “ლივერპულთან” 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ არა მხოლოდ თამაშზე, არამედ ჟოზე მოურინიოზეც მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა.

“არსენალისა” და “ჩელსის” თავკაცების ჩხვლეტები პორტუგალიელის განცხადებით დაიწყო, რომელმაც თქვა, რომ “არსენალი” მხოლოდ “პატარა ცხენია” ინგლისის ჩემპიონატისთვის გამართულ დიდ ბრძოლაში. ვენგერმა უპასუხა, რომ რადგან ამჟამად პირველ ადგილზე “ჩელსია”, ესეიგი სწორედ მან შეიძლება ჩემპიონობა დათმოს და არა რომელიმე სხვა გუნდმაო. მოურინიოს პასუხმაც არ დააყოვნა - ეს სწორედ არსენ ვენგერია “წაგებების ექსპერტიო”.

ვენგერი ამ დისკუსიის დასრულებას შეეცადა და პორტუგალიელი კოლეგა სახალხოდ გააკრიტიკა:

“არ მსურს ამ სულელური და შეურაცხმყოფელი შენიშვნების კომენტირება. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ის უწინარესად “ჩელსის” ამცირებს და არა მე”.

0.117635