კალათბურთი

18:41 | 3.01.2014 | ნანახია 1585 - ჯერ

„არმია“ ლატვიაში მიემგზავრება

საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქვეყნის ექს-ჩემპიონი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი „არმია“ ლატვიაში მიემგზავრება, სადაც 12-დღიან შეკრებას გაივლის.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „არმიას“ მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა განუცხადა.

„მიმდინარე წლის 6 იანვარს „არმიას“ დიდებისა და 18-წლამდელთა გუნდი ლატვიის ვალმერეში მიემგზავრება, სადაც 12-დღიან შეკრებას გავივლით. შეკრების დროს დაგეგმილი გვაქვს საკონტროლო შეხვედრები. 8-ში ყაზახეთის ჩემპიონს, ხოლო 12-სა და 16-ში ლატვიის უმაღლესი ლიგის გუნდებს ვეთამაშებით. საკონტროლო შეხვედრები „არმიას“ 18-წლამდელთა გუნდებსაც აქვს დაგეგმილი. საქართველოში 18 იანვარს დავბრუნდებით და საქართველოს თასის მორიგ გათამაშებაში მივიღებთ მონაწილეობას“, - გვითხრა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ „არმია“ მე-4 სეზონია რაც არსებობს და დროის ამ მცირე მონაკვეთში საქართველოში მოქმედი ყველა ტიტულის მოპოვება შეძლო. მიმდინარე 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ 6 მოგება აქვს და „ქუთაისი-2010“-თან ერთად II-III ადგილებს ინაწილებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:28 | 04.01.2014
Becks23 (1117)

რა კაი დაფინანსება აქვთ არმიას U-18 იც რო დაყავს შეკრებაზე კაია ძან.

22:14 | 03.01.2014
Slovan Bratislava (626)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.130551
სარეკლამო ადგილი - 99
X x X