კალათბურთი

15:48 | 25.02.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“არმია” ფარღალავათი დაინტერესდა

“მსოფლიო სპორტისთვის” ცნობილი გახდა, რომ სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ბრინჯაოს მედლის მფლობელი “არმია” საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატის, უკანახაზელ ლაშა ფარღალავას დამატებას აპირებს. ყველაფერი ფარღალავას ირანიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, რომელიც სამშობლოში თებერვლის ბოლოს ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ფარღალავამ 2013-14 წლების სეზონი ქვეყნის ვიცე-ჩემპიონ “ოლიმპში” დაიწყო, შემდეგ ირანში წავიდა და კარიერა სერგო ათუაშვილის ყოფილ გუნდ “ესტეღლალ გეშმიშში” გააგრძელა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.065609
სარეკლამო ადგილი - 99
X x X