კალათბურთი

22:13 | 21.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“არმია” – არცერთი სეზონი უმედლოდ, “დინამო” – ნაბიჯი ჩემპიონობამდე

საკალათბურთო “არმიის” ისტორია 4 წელიწადს ითვლის. დაარსების პირველსავე სეზონში გუნდმა ლევან მოსეშვილის მთავარმწვრთნელობით ჩემპიონობა მოიპოვა, მომდევნო წელს პარტნიორებს სათავეში კოტე ტუღუში ჩაუდგა და რამდენიმე ყოფილ თანაგუნდელსა და მაღალი დონის ლეგიონერებთან ერთად ოქროს მედალი ამჯერად დამრიგებლის როლში დაისაკუთრა. შარშან “არმია” მესამე ადგილზე გავიდა, დღეს კი კიდევ ერთხელ დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს. მართლაც მშვენიერი შედეგია – 4 წლის არსებობის განმავლობაში არმიელები საქართველოს პირველობის მედლების გარეშე არ რჩებიან.

“ბათუმთან” მესამე ადგილისთვის გასამართი შეხვედრის წინ “არმია” უკეთეს მდგომარეობაში იყო. ზღვისპირელებს დისკვალიფიცირებული ჯეიმი ჯექსონი და ოჯახური მდგომარეობის გამო სამშობლოში დაბრუნებული ნემანია მიშკოვიჩი აკლდათ, ამასთან გუნდის ხელმძღვანელობის თქმით, რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმა აწუხებდა და სრულყოფილ მზადებას ვერ ახერხებდა. ამის მიუხედავად, მიხეილ კობეშავიძის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ორივე ოვერტაიმის ჩათვლით წინ 38 წუთის განმავლობაში იყო და ცოტა დააკლდა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ აჭარის დედაქალაქის საკალათბურთო კლუბი კვლავ საქართველოს პირველობის პრიზიორი გამხდარიყო.

არმიელები თავიდან დაწინაურდნენ, მაგრამ ბათუმელებმა მალევე მოახერხეს წინ გასვლა (13:6) და დადებით ბალანსს ძირითადი დროის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ინარჩუნებდნენ. დროდადრო მათი უპირატესობა 6-8 ქულას აღწევდა, მაგრამ არმიელები მოვლენათა ამგვარ განვითარებას არ ეპუებოდნენ და მეოთხე პერიოდის ფინიშამდე 5 წუთით ადრე ბექა წივწივაძის 2+1-ის წყალობით 75:74 დაწინაურდნენ. დასკვნითი მეოთხედის ბოლომდე კვლავ წინ ბათუმელები იყვნენ, ხოლო სირენამდე 11 წამით ადრე სტუმრები 85:81-ს იგებდნენ. არადა, ჯუნიორ ქედუგინს ბოლო წამებზე 3 საჯარიმო ტყორცნა რომ არ გაეფუჭებინა, არმიელებს მარცხისგან ვერაფერი იხსნიდა. დარჩენილ დროში წივწივაძემ ზუსტი სამქულიანით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა 84:85, ქედუგინმა კი ჩვენ მიერ ნახსენები გაცუდებული საჯარიმოებიდან ერთ-ერთი მათგანი კვლავ ვერ გამოიყენა სათანადოდ – 84:86. კანადელი ლეგიონერის აცილების შემდეგ არმიელებმა მოასწრეს ბურთის თავისი ფარის ქვეშიდან გამოტანა, მთელი მოედნის გადაკვეთა და გიორგი შარაბიძემ საფინალო სირენის სინქრონში ორქულიანი ჩააგდო 86:86.

პირველ დამატებით დამატებით დროში უკვე ბათუმელებს მოუწიათ ლამის უიმედო სიტუაციიდან თავის დახსნა. არმიელები 5 ქულით გაიჭრნენ წინ. თუმცა ჯუნიორ ქედუგინმა ბოლო წუთზე 2 სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა - 99:99. არმიელებს შეტევისთვის რამდენიმე წამი დარჩათ, მაგრამ თეიმურაზ ბაბუნაშვილმა “სამიანი” ზუსტად ვერ ტყორცნა, შარაბიძის დამატების დროს კი პირველი ოვერტაიმის დრო ამოწურული იყო.

მეორე ოვერტაიმში არმიელებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს. მიუხედავად იმისა, მუხლის ტრავმის გამო სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა ლაშა ფარღალავამ (მან ნახევარფინალური სერიის 5 მატჩსა და მესამე ადგილისთვის ჩატარებულ შეხვედრაში ჯამში 134 ქულა გააკეთა) გიორგი შარაბიძისა და ბექა წივწივაძის მეთაურობით კოტე ტუღუშის გუნდმა საბოლოოდ 10 ქულის სხვაობით - 115:110 იმარჯვა და ბრინჯოს მედლებს დაეუფლა.

ვულოცავთ არმიელებს ბრინჯაოს მედლების დაუფლებას, ”ბათუმი” კი მხოლოდ საქებარი სიტყვების ღირსია. გუნდი მიმდინარე ჩემპიონატში კარგა ხნის განმავლობაში მთავარი მწვრთნელის გარეშე იყო დარჩენილი (მიხეილ კობეშავიძე ავადმყოფობდა) და ტრავმების გამო ხშირად კალათბურთელებიც აკლდა. ამ ფონზე ზღვისპირელთა პლეო ოფის ნახევარფინალში გასვლა მშვენიერი შედეგია.

სუპერსერიის მეორე მატჩი “ქუთაისმა” ტრავმირებული ლევან ცეკვავას გარეშე ჩაატარა. ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩენილმა რიონისპირელებმა კარგად დაიწყეს, საწყის 5 წუთში ლიდერობდნენ კიდეც, მაგრამ მეოთხედის მიწურულს დინამოელებმა დაცვის “მარწუხებში” მოაქციეს მეტოქე და პირველ შესვენებაზე 9 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ - 28:19.

მეორე მეოთხედიდან მასპინძლებმა მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს, ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცეს და საბოლოოდ 31-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვეს.

მომდევნო მატჩი 24 მაისს ქუთაისში გაიმართება და თუკი “დინამომ” კვლავ მოიგო, საქართველოს 2013-14 წლების საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება, მასპინძელთა წარმატების შემთხვევაში კი სერიის მეოთხე მატჩი ქუთაისში 25 მაისს გაიმართება.

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე არმია 115 - 105 ბათუმი-რსუ 2014-05-21, 13:00
  გუნდი 1 2 3 4 OT2 ჯამი  
არმია 20 22 20 24 16 115
ბათუმი-რსუ 25 19 23 19 6 105
არმია
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 24:50 0 0 0 2 6 33.3 0 0 0 2 3 5 0 1 1 1 0 6
5 ზვიად ბაბიაშვილი 14:09 1 3 33.3 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 4 1 0 0 2
6 ანატოლი ბოისა * 27:32 0 0 0 1 6 16.7 0 0 0 0 7 7 2 5 1 0 0 3
7 მიხეილ ბერიშვილი * 39:29 1 2 50 1 6 16.7 4 4 100 3 2 5 3 1 3 0 1 9
9 ბუბა კვიმსაძე 25:26 3 4 75 1 4 25 0 0 0 0 6 6 0 5 3 1 1 9
11 გიორგი ჯგერენაია 26:11 5 10 50 0 0 0 2 2 100 6 5 11 3 1 2 1 0 12
13 ბექა წივწივაძე * 33:56 5 9 55.6 2 10 20 14 16 87.5 0 8 8 7 2 3 1 0 30
23 გიორგი შარაბიძე * 24:45 3 8 37.5 0 0 0 8 8 100 3 5 8 1 5 2 0 1 14
24 გიგა კვეტენაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
33 ტატო ჩაჩიბაია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
50 ლაშა ფარღალავა * 33:42 4 5 80 5 8 62.5 7 8 87.5 1 6 7 1 4 2 1 0 30
55 ირაკლი კეიდია 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 4 5 0 0 0 0 0 0
22 41 53.66 12 41 29.27 35 38 92.11 17 46 63 18 28 18 5 3 115
 
ბათუმი-რსუ
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
6 ნიკა რამიშვილი 26:40 1 3 33.3 1 3 33.3 0 0 0 0 4 4 6 5 2 0 0 5
7 მანუჩარ ნინუა 03:19 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
8 ავთანდილ ელიაშვილი * 21:07 0 2 0 0 1 0 0 0 0 0 2 2 0 2 0 2 0 0
9 კემერონ მაკკევრი * 26:48 3 6 50 0 3 0 3 3 100 0 2 2 4 5 0 0 0 9
11 ლაშა კეშელავა 26:27 1 2 50 2 5 40 0 0 0 1 3 4 1 2 0 0 0 8
12 ირაკლი კობიძე 06:20 1 1 100 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 2 0 0 1 2
13 მამუკა ბოლქვაძე * 43:22 4 8 50 1 1 100 2 4 50 4 6 10 1 4 1 0 0 13
15 ლევან ელიაძე 02:26 0 0 0 0 1 0 0 0 0 2 0 2 0 2 0 0 0 0
20 ჯუნიორ ქედუგინი * 47:29 13 21 61.9 3 12 25 8 18 44.4 0 3 3 6 4 1 5 0 43
34 ჯერემი სეფოლდი * 46:02 6 12 50 3 8 37.5 4 6 66.7 0 6 6 3 4 3 4 1 25
4 4 8 0 0 0 0 0 0
29 55 52.73 10 34 29.41 17 31 54.84 11 31 42 21 31 7 11 2 105
ქ. თბილისი, სპორტის სასახლე დინამო 92 - 61 ქუთაისი 2014-05-21, 18:00
  გუნდი 1 2 3 4 ჯამი  
დინამო 28 23 16 25 92
ქუთაისი 19 13 14 15 61
დინამო
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 გიორგი გამყრელიძე * 32:58 1 3 33.3 0 2 0 7 8 87.5 0 2 2 11 4 2 1 0 9
6 ქიენ კარტერი * 25:23 6 11 54.5 0 0 0 2 4 50 5 3 8 1 3 3 3 0 14
7 ბესიკ ლეჟავა * 31:39 8 9 88.9 2 7 28.6 0 0 0 1 5 6 2 3 2 1 0 22
8 გიორგი ვახანია 01:54 1 1 100 0 0 0 0 1 0 0 1 1 0 2 0 0 0 2
9 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ზეზვა ლილუაშვილი 02:20 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 1 0 0
11 სტევან მილოშევიჩი * 28:58 7 13 53.8 0 0 0 5 6 83.3 6 10 16 1 0 3 0 2 19
12 მილოშ პესიჩი 25:39 4 7 57.1 0 0 0 0 0 0 2 3 5 1 1 1 1 0 8
13 მიხეილ ჭოჭუა * 27:12 4 4 100 1 4 25 2 3 66.7 0 2 2 7 3 3 1 0 13
15 ზვიად ანთაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 გიორგი ორმოცაძე 01:33 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
24 ბოსკო სტოიაკოვიჩი 22:24 1 4 25 1 4 25 0 0 0 1 4 5 7 1 0 0 0 5
1 3 4 0 0 0 0 0 0
32 52 61.54 4 17 23.53 16 22 72.73 16 33 49 30 19 14 8 2 92
 
ქუთაისი
      წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
        % % % ჯამ
 
4 ზაურ ფაშაევი * 40:00 3 7 42.9 2 6 33.3 0 0 0 0 0 0 2 2 6 0 0 12
6 ლევან გრძელიძე * 40:00 1 5 20 0 4 0 2 2 100 0 0 0 5 4 3 4 0 4
7 რევაზ დიდია 12:13 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 0 0 2 0 0 0
8 ლევან ცეკვავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 დიმიტრი დვალიშვილი 01:45 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 ნოდარ მესხი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ცირეკიძე 07:07 1 2 50 0 1 0 0 0 0 1 0 1 0 2 0 0 0 2
13 დავით ბარბაქაძე * 15:23 2 5 40 1 3 33.3 0 0 0 0 3 3 0 1 0 0 0 7
14 ავთანდილ ლომინაშვილი 06:54 0 0 0 0 1 0 0 2 0 0 2 2 1 2 1 0 0 0
15 გიორგი ბარბაქაძე * 40:00 4 7 57.1 2 7 28.6 1 1 100 1 2 3 3 4 0 0 0 15
21 აკაკი დვალიშვილი * 36:38 9 18 50 0 1 0 3 4 75 4 8 12 2 4 3 3 0 21
23 უჩა გამრეკლიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
2 3 5 0 0 0 0 0 0
20 44 45.45 5 23 21.74 6 9 66.67 8 20 28 13 19 15 7 0 61
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15867