რაგბი

11:45 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არმაზი” სამეულშია

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ჩემპიონატის მე-6 ტურის მეორე სათამაშო დღის ცენტრალურ მატჩში, დედაქალაქურ დერბიში “არმაზმა” “არმია” დამატებულ წუთებზე გატანილი ჯარიმის წყალობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილამდე აღზევდა. მართალია “ლოკომოტივი” მას გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობით ჯაბნის, მაგრამ არმაზელებს ურთიერთშეხვედრაში გამარჯვების უპირატესობა აქვთ და რკინგიზელებზე წინ ამის ხარჯზე მოკალათდნენ.

“შევარდენზე” გამართული თამაში საინტერესო საყურებელი გამოდგა. მოედანზე ორივე გუნდის შემადგენლობაში მრავლად იყვნენ ისეთი მორაგბეები, რომლებსაც სხვადასხვა დროს საქართველოს ნაკრებში უთამაშიათ და ახლაც ითვლებიან “ბორჯღალოსნების” კანდიდატებად. “არმიამ” იბრძოლა და მნიშვნელოვანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც შეძლო, მაგრამ ბოლოს რომ დაჯარიმდა, დავით კიკნაძემ გუნდს 3 ქულა მოუტანა “არმიას” 26:23 მოაგებინა. არმიელებს აგერ უკვე ერთი თვეა გამარჯვების სიხარული არ უგემიათ, რადგან “ბათუმთან” თამაში გადაიდო, “ლოკომოტივთან” და “არმაზთან” დამარცხდნენ, “ჯიქებთან” კი, მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ.

ანგარიში მატჩის დებიუტში ბახვა კობახიძემ ჯარიმით გახსნა, მაგრამ “არმაზმა” მალევე ლელოთი უპასუხა. კიკნაძემ ჯარიმის კარში დარტყმას ბურთის 5-მეტრა აუტში გადატანა ამჯობინა, დერეფნის კარგად მოგების შემდეგ კი, არმიელთა ჩათვლის მოედანში ბურთი გიორგი სოსელიამ დაამიწა. კიკნაძის გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ “არმაზს” მალევე მეორე ლელოს გატანის შანსი მიეცა. არმიელებმა ბურთი მეტოქის ნახევარზე დაკარგეს, ირაკლი აბუსერიძემ ფეხით შორს მოიგერია, ალეკო ხუციშვილი მიყვა და ბურთს ფეხი გაკრა, მაგრამ კუნთი გაიჭიმა და მოძრაობა ვეღარ გააგრძელა.

გიორგი ჯიმშელაძემ ჩამორჩენის შემცირება არეკნით სცადა, მაგრამ ბურთი ვერ აწია. “არმაზი” კარგად იცავდა თავს, ფეხით ტაქტიკური დარტყმებით თამაში საკუთარი 22-იდან მეტოქისაში გადაჰქონდა და რადგან შერკინებაშიც უპირატესობაც ფლობდა, შანსების გამოყენებას ცდილობდა. 22-ე წუთზე კიკნაძემ დაახლოებით 38 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და ანგარიში 8:3 გახადა. ხუთიოდე წუთში მეტოქის შერკინების მოგების შემდეგ, “არმიას” ხაზი ცენტრში სუფთად გაიჭრა, ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა და ჩხაიძემ ალამთან ლელო გაიტანა. კიკნაძის გარდასახვა ზუსტი იყო და შესვენებამდე ორიოდე წუთით ადრე მან ჯარიმით უპირატესობა 15 ქულამდეც გაზარდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე ჯარიმა კობახიძემაც გამოიყენა და ტაიმი “არმაზმა” 18:6 მოიგო.

შესვენებისას “არმიას” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ ჭავჭავაძემ, რომელიც გუნდის თამაშით უკმაყოფილო იყო, შვიდივე ცვლილება გამოიყენა და მისი გუნდი 2 ქულის აღებასთანაც ძალიან ახლოს იყო. მეორე ტაიმი ხუთი წუთის დაწყებული გახლდათ, როდესაც ჩხაიძე სალელოვე შეტევის განზრახ ჩაშლისთვის სინბინით დაისაჯა და კობახიძემ ჯარიმა გაიტანა. მეტობის გამოყენება არმიელებმა ვეღარ შეძლეს, 58-ე წუთზე კი, “არმაზი” მეტოქის ჩათვლის მოედანს 7-8 მეტრამდე რომ მიუახლოვდა, მერე კიკნაძემ ყველასთვის მოულოდნელად ფეხით მოკლეზე შეაცურა ბურთი, მიყვა და თავადვე დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ თამაშის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა, ანგარიში 23:9 იყო, “არმაზი” მეტოქეს თამაშით ჯაბნიდა და თითქოს საკითხავიც აღარაფერი იყო, მაგრამ არმიელები ასე არ ფიქრობდნენ.

მათ ჯარიმები კარში აღარ ურტყეს, ლელოზე ითამაშეს და შედეგიც მალე მიიღეს. “არმაზი” ხშირად რომ ჯარიმდებოდა, ვაჟა თაგაური სინბინით დაისაჯა. კიდევ რამდენიმე ჯარიმისა და წითელ ზოლში მოკლე დარტყმების შემდეგ, გიორგი კალმახელიძემ ჩათვლის მოედნის ხაზი გადაკვეთა, ხოლო კობახიძემ სხვაობა გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. 77-ე წუთზე “არმიამ” კარგი იერიში წამოიწყო და ის გიორგი კაკოვინის ლელოთი დასრულდა, ხოლო კობახიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

ამან “არმაზი” გამოაცოცხლა და ისინი მასირებულ შეტევებზე გადავიდნენ. რატი ნუცუბიძეს სინბინის შემდეგ, მათი შეტევა კიდევ უფრო სახიფათო გახდა, “არმია” თითქმის კარის გასწვრივ 35 მეტრში დაჯარიმდა და კიკნაძემ შანსი ხელიდან არ გაუშვა - 26:23.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIV ეროვნული ჩემპიონატი. VI რაუნდი

13 ოქტომბერი

ბათუმი. ანგისა. 100 მაყურებელი

ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი) 12:7 (5:0)

ბათუმი: 15. კალანდაძე, 14. სვინტრაძე, 13. გოგიტიძე (ოქროპირიძე 75), 12. ხონელიძე, 11. ბ. ევგენიძე, 10. აშვეთია, 9. ჩუბინიძე; 1. ხოჭოლავა, 2. კელენჯერიძე, 3. მოქია (მჭედლიძე 76), 4. კვაჭაძე (მჭედლიძე 39-48), 5. ბერიძე (მეგრელიძე 69), 6. კორტავა, 7. ალიქაძე, 8. გუგუშვილი.

2 ლელო: მჭედლიძე, ევგენიძე

1 გარდასახვა: კალანდაძე

2 სინბინი: ხოჭოლავა, აშვეთია

ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. მელიქიშვილი (ბუჯიაშვილი 57), 13. ბ. ბებიაშვილი, 12. ღამბაშიძე, 11. გ. ბებიაშვილი (კიკნაძე 33), 10. ჭაავა (ბასილაია 57), 9. მ. წიკლაური (უმცრ.); 1. მაჭარაშვილი (გოგოლაძე 69), 2. აღაშვილი, 3. წიკლაური (უფრ.), 4. ხელია, 5. ქარუხნიშვილი, 6. ღამბარაშვილი, 7. თედელური (გოგოლაძე 39-48; ტყეშელაშვილი 62), 8. ქვლივიძე.

1 ლელო: ღამბარაშვილი

1 გარდასახვა: წიკლაური (უმცრ.)

2 სინბინი: წიკლაური (უფრ.), წიკლაური (უმცრ.)

 

თბილისი. “შევარდენი”. 300 მაყურებელი

არმაზი (თბილისი) - არმია (თბილისი) 26:23 (18:6)

არმაზი: 15. ჩხაიძე, 14. პინაიშვილი (სირაძე 51), 13. მაჩხანელი, 12. ნიკოლავა, 11. ხუციშვილი, 10. კიკნაძე, 9. აბუსერიძე; 1. ბეჟიაშვილი, 2. თაგაური, 3. ესართია, 4. კაჭარავა (ჯიბლაძე 50), 5. არჩუაშვილი, 6. კანდელაკი, 7. მინაშვილი, 8. სოსელია.

3 ლელო: სოსელია, ჩხაიძე, კიკნაძე

1 გარდასახვა: კიკნაძე

3 ჯარიმა: კიკნაძე

2 სინბინი: ჩხაიძე, თაგაური

არმია: 15. კობახიძე, 14. ნუცუბიძე, 13. გაბროშვილი, 12. ჩხიკვაძე (ტუჩაშვილი 41), 11. გაგოშვილი, 10. ჯიმშელაძე (ბაირამაშვილი 41), 9. ღვინჯილია (ჯინაშვილი 41); 1. ზაქაშვილი (კაკოვინი 41), 2. მამუკაშვილი (მეკოკიშვილი 41), 3. დონაძე, 4. დარასელია (ჩიტიძე 41), 5. ცხადაძე, 6. კალმახელიძე, 7. თავართქილაძე, 8. მაისურაძე (თხილაიშვილი 41).

2 ლელო: კალმახელიძე, კაკოვინი
2 გარდასახვა: კობახიძე

3 ჯარიმა: კობახიძე

1 სინბინი: ნუცუბიძე

 

1      აია                                                        6              5                0                1                135-62               24    
2 ლელო                   6 5 0 1 159-80  23
3 არმაზი              6 4 0 2 135-117  18
4 ლოკომოტივი                6 4 0 2 120-99 18
5 ყოჩები                     6 3 1 2 4-126 15
6 არმია                5 2 1 2 115-91 12
7 ჯიქები                    6 1 2 3 4-116 10
8 აკადემია                  5 1 0 4 53-129 5
9 ბათუმი               5 1 0 4 53-107 5
10 ხარები                5 0 0 5 60-131 1

 

მომდევნო ტური. 19-20 ოქტომბერი

ყოჩები - ბათუმი, არმია - აია, ლელო - არმაზი, აკადემია - ჯიქები, ხარები - ლოკომოტივი

 

 

0.109039