ფეხბურთი

21:42 | 28.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

არივედერჩი ავსტრალია

 

ალესანდრო დელ პიერო და ავსტრალიის „ფკ სიდნეი“ კონტრაქტს აღარ გაახანგრძლივებენ. ფეხბურთელმა და კლუბმა ამგვარ შეთანხმებას მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს. ტურინის „იუვენტუსისა“ და „სკუადრა აძურას“ ყოფილმა ფორვარდმა „მწვანე კონტინენტზე“ 2 წელიწადი იბურთავა და 48 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

Sydney Morning Herald-ის ცნობით, კლუბს 39 წლის ვეტერანისთვის ამჟამინდელი ხელფასის გადახდის საშუალება არ აქვს, ამასთან სიდნეელები ლეგენდარულ აპენინელთან შემდგომშიც აპირებენ თანამშრომლობას. ალექსისთვის კლუბის ადმინისტრაციაში ან გუნდის სამწვრთნელო შტაბში საქმიანობის დაწყების შეთავაზებას სერიოზულად ფიქრობენ. თავად დელ პიერო კი ჯერჯერობით სამშობლოში დაბრუნებას და სამომავლო გეგმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას ოდნავ მოგვიანებით აპირებს. ამასთან, ალესანდროს საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია.

„მალე ავსტრალიას დავემშვიდობები. ჩემი და სიდნეელთა გზები მალე გაიყრება, რაც სევდიან ნოტზე მაყენებს, რადგან აქ ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე“, - ამბობს დელ პიერო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113229