ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის ბოლოსწინა სათამაშო დღეს მოულოდნელი არაფერი მომხდარა – “ჩელსიმ” “გალათასარაი” დამაჯერებლად დაამარცხა, ხოლო “რეალმა” “შალკეს” კიდევ ერთხელ სძლია და 2 მატჩის ჯამში 9:2 მოიგო.
“სტემფროდ ბრიჯზე” გამართული თამაშის ფავორიტი “ჩელსი” იყო, რომელმაც თურქ სტუმრებს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება მხოლოდ ერთხელ მისცა, ისიც მატჩის მიწურულს.
ჟოზე მოურინიოს გუნდის მთავარი ამოცანა გოლის არგაშვება იყო, მაგრამ “ჩელსი” უკვე მე-4 წუთზე იგებდა. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, ოსკარმა ეტოოს უპასა, ხოლო კამერუნელმა “არისტოკრატების” მაისურით მე-10 გოლი გაიტანა და კვლავ “სტემფორდ ბრიჯზე”. ამ ზუსტი დარტყმის წყალობით, ეტოო მე-2 აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30 გოლის გატანა მოახერხა. პირველმა ამ ნიშნულს დიდიე დროგბამ მიაღწია, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ეტოოს გოლი “გალათასარაისთვის” ბევრს არაფერს ცვლიდა – რობერტო მანჩინის შეგირდებს კვლავ მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდათ გასატანი. ეს სიტუაცია ტაიმის მიწურულს შეიცვალა, როდესაც კეჰილმა ტერის თავურს ახლო მანძილიდან დაამატა და ანგარიში 2:0 გახადა.
მასპინძლებს გოლის გატანის შანსი კიდევ არაერთხელ მიეცათ, მაგრამ ფერნანდო მუსლერა კარგად თამაშობდა.
მე-2 წყვილში ყველაფერი პირველივე თამაშის შემდეგ იყო გარკვეული და განმეორებითი დაპირისპირება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ, კარლო ანჩელოტიმ შემადგენლობა გადაახალისა და შედეგად, 2002 წლის შემდეგ პირველად მოხვდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, “რეალის” ძირითად შემადგენლობაში 8 ესპანელი ფეხბურთელი მოხვდა.
კვლავ ვერავინ აჩერებს კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც “შალკეს” ამჯერადაც 2-ჯერ გაუტანა. მიმდინარე გათამაშებაში, პორტუგალიელის ანგარიშზე უკვე 13 გოლია და ის ლიონელ მესის სარეკორდო მაჩვენებელს მხოლოდ 1 ბურთით ჩამორჩება. წინ კი მინიმუმ 2 თამაშია.
რონალდუს გარდა, “შალკესთან” მატჩში თავი ახალგაზრდა ალვარო მორატამაც გამოიჩინა, ხოლო სტუმართა მხრიდან ტიმ ჰოოგლანდმა გაიტანა.
ჩელსი-გალათასარაი 2:0 (ორი მატჩის ჯამში 3:1)
ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა, რამირესი, ლემპარდი, ვილიანი (კალასი 90+3), ოსკარი (შიურლე 82), აზარი, ეტოო (ტორესი 86).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
გალათასარაი (4-2-3-1): მუსლერა, ებუე (ჰაიროვიჩი 77), შეჯუ, ქაია, ტელეში, კურტულუსი (ბალთა 67), მელო, ილმაზი (ბულუთი 54), ინანი, სნეიდერი, დროგბა.
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.
გოლები: 1:0 ეტოო (4), 2:0 კეჰილი (42).
გაფრთხილებები: ოსკარი 40, ივანოვიჩი 58 – მელო 19, დროგბა 67, ინანი 90+1.
მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 21 (13)-4 (1), კუთხური: 7-0, თამაშგარე: 3-1, სეივი: 1-11, ჯარიმა: 20-20.
რეალი-შალკე 3:1 (ორი მატჩის ჯამში 9:2)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კასილიასი, ნაჩო, ვარანი, რამოსი (კარვახალი 69), კოენტრაუ, ისკო, ალონსო (კაზემირო 46), ილიარამენდი, ხესე (ბეილი 8), მორატა, რონალდუ.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი.
შალკე (4-2-3-1): ფერმანი, ჰოოგლანდი, ჰიოვედესი (პაპასტატოპულოსი 59), მატიპი, კოლასინაცი, აიანი (ანანი 81), ნოიშტადტერი, ობასი, მაიერი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი (სზალაი 46).
მწვრთნელი: იენს კელერი.
გოლები: 1:0 რონალდუ (21), 1:1 ჰოოგლანდი (31), 2:1 რონალდუ (74), 3:1 მორატა (75).
გაფრთხილებები: ილიარამენდი 58 – პაპასტატოპულოსი 79.
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).
ბურთის ფლობა: 55%-45%, დარტყმა: 22 (14)-12 (5), კუთხური: 9-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 4-11, ჯარიმა: 7-8.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვისთან უნდა მოიჟიმოს ბიჭო ))))))))ბარსას დედის ნაწლავს ამოუღებს თუ დაეტაკება და სხვა დანარჩენებსაც ერთი ბავარიაა არ კონკურენტი დალშე მოჭიმავს ყველასს...გუშინ ხესე დაამტვრიეს იმ მცველის დედას ვტენე მეე ,6 თვე გაუცდებაოო@@@@
წელს თუ "რაიმე ძალებმა ზევიდან არ იმოქმედეს"), მეეჭვება ჩელსის დაცვა ვინმემ დაძლიოს.. ჟოზე როგორც მწვრთნელი ყველა დროის საუკეთესო თუ არა პირველ სამეულში მაინც შედის, მაგის კონტრშეტევებზე მაგარი საყურებელი არაფერია, გენიალურია!!
მესის რეკორდი 99%-ით მოხსნილია ალბათ.
ალბათ საუკეთესო მეოთხედფინალები გველოდება რაც ბოლო წლებში ყოფილა.
ჩელსისთვის შემდეგი ვარიანტი ყველაზე კაი ჯერეჯრობით დორტმუნდია არა ძველებურ ფორმაში მაგათ დაჟე ატლეტიკოც გაგდებს ეხლაა
ნეტაა ვნატრობ ატლეტიკოს დაეჯახნონ
რატო გირჩევნიათ ატლეტიკო დორტმუნდს ,,,დხევანდელი დღით დორტმუნდი უფრო კაი ვარიანტი ,,,
ატლტტიკოსთან რევანში აქვს ჩელსის ასაღEბი სუპერთასის გამო... მაგრად მინდა შეხვდნენ
მეც არვიტყოდი უარს ლალიგის ვითომ 3 გუნდის მოჭიმვაზე
ბარსას ველოდები.. აბა პლატინი შენ იციიი..
გრიგალავა კაშია ფუნდამენტი ნაკრების შემოდგომის შესარჩევში Защитник "Анжи" Гия Григалава, комментируя ничью со счётом 2:2 в матче 21-го тура российской Премьер-Лиги со "Спартаком", выразил мнение, что игроки махачкалинской команды были лучше готовы в физическом плане. Напомним, после первого тайма "Анжи" проигрывал со счётом 0:2, но во второй половине игры сумел забить дважды.
"Учитывая то, как складывался для нас первый тайм, результатом мы можем быть довольны. Во втором тайме добавили в борьбе, стали выигрывать единоборства. Мы чуть лучше готовы физически. Думаю, это не только мы почувствовали, но и все зрители, которые смотрели этот матч", — цитирует Григалаву агентство ИТАР-ТАСС
ატლეტიკო ან ოლიმპიაკოსი გამოუშვით სტანოკზე 1/4ში და 1/2 ში უკვე არავინ იცის რა მოხდება მანდ უკვე ძაან დაძაბულია
ბარსას გარდა არავისთან ვიტყვი უარს შეხვედრაზე(ელ კლასიკო მეოთხედფინალში არ გამისწორდება). ბაიერნთანაც ცუდი იქნება შეხვედრა(საცოდაობაა ამ ეტაპზე ერთ-ერთის გავარდნა). დალშე მოვიდეს ნებისმიერი სტანოკზე. ყველაზე მეტად ჩელსი მინდა, მან გამოჩნდება რა შეტევითი პოტენციალი აქვს რეალს ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დაცვის წინააღმდეგ. კარგი გამოცდა იქნება.
ჩელსის თამაშები ძალიან მძიმე საყურებელია არადა შემადგენლობის მხივ ეს ასე არ უნდა იყოს ამ გუნდს ლამაზად თამაშიც შეუძლია მაგრამ მოუს ხელწერა სხვაა
კაი ახლა ცნობილაძეს სიტყვებსაც ნუ გაიმეორებ :დდდდდ
ეგრეც არარი უფრო მძიმედაც ყოფილა თუ მიდის შეტევაში აზარი სანახაობრივად თამაშობს და მარტივად
ესეთი ცუდი და მომაბეზრებელი თამაშები იმედია არ გაგრძელდება და ცოტა ინტრიგა იქნება მერვედფინალები ისე მთავრდება დაძაბულობის ოდნავი ნატამალიც არიყო არცერთ თამაშში
Es morata ra mazilaa, tvit iguainic ki ar damazavda im momentebs
ბრავო მოურიინიოს უბრალოდ შეჭამა გალათასარაი პროსტა რავი სირცხვილია ალბატ კარში დარტყმა რო არ გექნება გუნდს (და პირველ ნომრად რო თამაშობ აქ ზოგი ფიქრობს რო ჩელსი მეორე ნომრად იყო ) 91 წუთზე დაარტყეს კარში ისიც კეჰილმა მკერდით


მოკლედ ბრავო მოურინიოს უბრალოდ თავიდანვე განწირული იყო გალა დაცვაში იყო კედელი ჩელსი დაბურთის არგაშვება თავისთავად შემდე გ ეტაპზე გასვლას ნიშნავდა ჩელსისთვის
ბრავო მოუს და ჩელსის უბრალოდ კიდე ბევრი უნდა გაეტანათ
აზარმა კარგად ითამაშა და ლამპო მომეწონა კიდევ
Zico10

ერთი ბარსას დაეტაკოს რაა... ზედმეტი წარმოდგენა გაქვთ თქვენს გუნდზე ))))

დალშე ყველასთან მოიჟიმენა ხო?
ისე მოუზე კარგს თუ დაწერდი ოდესმე არ მეგონა
ლომები არა ლობიანი

სადარი თუექების საბლატაო დავა პადამამ ბიჯო
ველოდებით შემდეგ ლუკმას
იმედია რეალს მანჩე ან პანათინაიკოსი არ დაეტაკება... დალშე ყველასთან მოიჟიმება
ჩელსი მინდა მაგრა დაეტაკოს... ანჩელოტის შეუსრულებს როგორც ინტერით შეუსრულა (Y)
პანათინაიკოსი არა, მირჩევნია გლაზგოს რეინჯერს დაეჯახოს
დანარჩენებთან მოიჟიმება როგორც შენ აღნიშნე
რონი მოხსნის ან გაიმეორებს მაინც ლეოს რეკორდს..
ჩელსი - დორტმუნდი
ჩელსი - ბაიერნი
ჩელსი - ბარსელონა
აქედან ერთერთი იმედია შედგება ♥
ბაიერნთან ჯერ არ მინდა.. პსჟ ან ატლეტიკო ჯობია.. ბავარია ნახევარფინალში