იტალიური “მილანის” სპორტულმა დირექტორმა არიედო ბრაიდამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ცნობას CNN-ი ავრცელებს.
ბრაიდამ “მილანში” მუშაობა 1986 წელს, ადრიანო გალიანისთან ერთად დაიწყო. მის სახელს უკავშირდება “სან სიროზე” ისეთი ფეხბურთელების გამოჩენა, როგორებიც ფრანკ რაიკაარდი, კაკა და ალეშანდრე პატო არიან.
იტალიური პრესის ვარაუდით, ბრაიდას “მილანში” “ვერონაში” მომუშავე შონ სოლიანო შეცვლის.