ძიუდო

17:34 | 22.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული ასქულიანები რეიტინგსაც დაეტყო

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიოს ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც გასულ უქმეებზე ჩატარებული ბუენოს აირესის მსოფლიოს თასის შედეგებია გათვალისწინებული. ტურნირმა სახელიანი ძიუდოისტების გარეშე ჩაიარა და შესაბამისად, რეიტინგ-სიის ზედა ნაწილში თითქმის არაფერი შეცვლილა.
საქართველოს ნაკრები არგენტინულ ტატამზე ხუთკაციანი შემადგენლობით გავიდა. ხუთივე სპორტსმენი ჩემპიონი გახდა, რითაც 100-100 ქულაც შეიმატეს და პირადი რეიტინგოც გაიუმჯობესეს.
ბეთქილ შუკვანი (60 კგ) ბუენოს აირესის ოქრომ მეცხრე ადგილიდან მერვემდე ასწია და ახლა ამირან პაპინაშვილს მხოლოდ 12 ქულით და ერთადერთი პოზიციით ჩამორჩება. ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ხუთი საფეხურით დაწინაურდა და ამჯერად თავის წონაში მეჩვიდმეტე ადგილს იკავებს. ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) წარმატებამ ოდენ ერთი პოზიციით ახეირა. ყველაზე დიდი აღმასვლა კი ავთანდილ ჭრიკიშვილს (81 კგ) აქვს, რომელიც აქამდე 25-ე ნომერი იყო, ახლა კი მე-18 ადგილზეა.
ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) ერთი კვირის წინანდელი რეიტინგის შედეგებს ინარჩუნებენ, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრების ის წევრები, რომლებსაც არგენტინაში არ უჭიდავიათ.
აქვე შვიდივე წონითი კატეგორიის საუკეთესო ხუთეულები და ყველა ქართველი ძიუდოისტის საერთაშორისო რეიტინგი:

60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)        1940
2 ჰიროფუმი იამამოტო (იაპონია)        948
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)              936
4 ბესლან მუდრანოვი (რუსეთი)        900
5 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)          860
7 ამირან პაპინაშვილი                       842
8 ბეთქილ შუკვანი                               830
63 გიორგი მესაბლიშვილი              120
89 დავით ასუმბანი                              62
91 პაატა მერებაშვილი                       56

66 კგ

1 ალიმ გადანოვი (რუსეთი)                 1170
2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)1164
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)            1110
4 ლეანდრო კუნია (ბრაზილია)        1006
5 მასაში ებინუმა (იაპონია)                980
17 ლაშა შავდათუაშვილი            492
44 შალვა ქარდავა                            216
78 სანდრო იაკობაშვილი              82
96 დავით ასუმბანი                        56
151 გიორგი მკალავიშვილი         20
177 პაატა მერებაშვილი               12
177 უჩა ხუციშვილი                      12

73 კგ

1 კი-ჩუნ ვანგი (სამხრეთ კორეა)    1620
2 რიკი ნაკაია (იაპონია)                   1384
3 დექს ელმონი (ჰოლანდია)          1152
4 მანსურ ისაევი (რუსეთი)            968
5 ნიამ-ოჩირ სანიარგალი (მონღოლეთი)    900
20 ნუგზარ ტატალაშვილი            382
52 ზებედა რეხვიაშვილი              172
61 თენგიზ პაპოშვილი                 152
77 ამბაკო ავალიანი                       104
143 ზაზა კედელაშვილი             30
215 ზვიად ბაზანდარაშვილი   10
224 ზურაბ ნოზაძე                         8

81 კგ

1 ჯაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)        1286
2 ლეანდრო გილეირო (ბრაზილია)    1130
3 ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი)      980
4 ოლე ბიშოფი (გერმანია)                     896
5 ტაკაჰირო ნაკაი (იაპონია)                 880
18 ავთანდილ ჭრიკიშვილი            478
38 ლევან წიკლაური                         266
69 ბექა ღვინიაშვილი                     120
85 ლაშა ზურაბიანი                          80
96 დავით კარბელაშვილი            72
182 პაატა ღვინიაშვილი                16
246 გიორგი შინჯიკაშვილი          2

90 კგ

1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)        1600
2 ვარლამ ლიპარტელიანი                 1196
3 მასაში ნიშიამა (იაპონია)            1150
4 დაიკი ნიშიამა (იაპონია)            1014
5 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)         986
49 ზვიად გოგოჭური                190
97 ზურაბ ზვიადაური                64
132 ლაშა გურული                        25
137 მინდია ბოდაველი               20
160 საბა გავაშელიშვილი          16
168 გიორგი ცოციაშვილი          12

100 კგ

1 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)            1370
2 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)               1250
3 სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი)   1220
4 რამზიდინ საიდოვი (უზბეკეთი)   1090
5 ტაკამასა ანაი (იაპონია)                     968
13 ირაკლი ცირეკიძე                         672
14 ლევან ჟორჟოლიანი                    636
40 ალექსანდრე მსხალაძე              226
54 ბექა ბერძენიშვილი                     120
83 ნოდარ მეტრეველი                      44
87 ირაკლი ქობლიანიძე                  40
107 დავით ლორიაშვილი            32
145 რევაზ ჩიკოიძე                         10

+100 კგ

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)        1590
2 ანდრეას ტოლცერი (გერმანია)     1350
3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)          1214
4 სუნგ-მინ კიმი (სამხრეთ კორეა)    1084
5 ისლამ ელ შეჰაბი (ეგვიპტე)           1058
8 ადამ ოქრუაშვილი                          762
23 ზვიად ხანჯალიაშვილი            358
58 ნოდარ მეტრეველი                     143
76 ლაშა გუჯეჯიანი                          56
116 ლევან მატიაშვილი                  16


ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160505