ფეხბურთი

11:36 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელთა მთავარი კანდიდატი ხერარდო მარტინოა

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი სავარაუდოდ ხერარდო მარტინო გახდება. სამხრეთამერიკული სპორტული გამოცემების ცნობით, არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა “ბარსელონას” ექსთავკაცთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და დიდი ალბათობით, კვირის ბოლომდე კონტრაქტის პირობებსაც შეათანხმებენ.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ “ალბისელესტეს” მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ თანამდებობა დატოვა. ერთხანს მის სავარაუდო შემცვლელად მადრიდის “ატლეტიკოს” თავკაცი დიეგო სიმეონე სახელდებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა სწრაფადვე განაცხადა, რომ სამუშაო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

 

 

0.114753