ჩოგბურთი

16:04 | 3.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინელები მოსკოვის ასაღებად ემზადებიან

არგენტინის ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანმა მოდესტო ვასკესმა ის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც დევისის თასზე რუსეთის გუნდთან სათამაშოდ მოემზადება.
სამხრეთ ამერიკელთა თავკაცმა ნაკრებში დავიდ ნალბანდიანს, ედუარდო შვანკს, ლეონარდო მაიერს, ორასიო ზებალიოსს, ფედერიკო დელბონისსა და ხუან მონაკოს უხმო. რაც შეეხება ხუან მარტინ დელ პოტროს, მან მაჯაზე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსს გადის.
“რუსები შინ ძალიან ძლიერად თამაშობენ, მათი ლიდერი კი ნიკოლაი დავიდენკო გახლავთ. ვნახოთ, მას უიმბლდონზე ვიხილავთ თუ არა. თუკი დავიდენკომ დევისის თასზე ვერ ითამაშა, რუსთა შანსები საგრძნობლად მოიკლებს”, - განაცხადა ვასკესმა.
ცნობისთვის, რუსეთ-არგენტინის სადევისთასო დაპირისპირება მოსკოვში 9-11 ივლისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114543