ფეხბურთი

4:09 | 4.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ ფორმალური რევანში აიღო

ბევრი იტყვის, რომ არგენტინელებმა რევანში აიღეს, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს მხოლოდ ფორმალურად შეიძლება ითქვას, რადგან ერთია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მოგება და მეორე ამხანაგურ მატჩში, თუნდაც ძალიან დიდი ანგარიშით..


დიდებული შეხვედრა ჩაატარა ანხელ დი მარიამ, რომელმაც სამი საგოლე გადაცემა გააკეთა და ბოლოს თავადაც გაიტანა მეოთხე გოლი. პირველ ნახევარში, ანხელმა სერხიო აგუეროსა და ერიკ ლამელას გაატანინა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე ფედერიკო ფერნანდესს გაუკეთა საგოლე გადაცემა და აქედან 2 წუთში თავადაც მოახერხა მეტოქის კარის ბადის აღება. გერმანელებმა მხოლოდ ის შეძლეს, რომ გამანადგურებელი ანგარიშით არ წააგეს შეხვედრა. 52-ე წუთზე ანდრე შურლემ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში მუნდიალის ფინალის მსგავსად, მარიო გიოტცემ დააფიქსირა 78-ე წუთზე 2:4.

მეტს ელოდნენ ინგლისის ნაკრებისგან, რომელმაც უეინ რუნის პენალტის წყალობით დაამარცხა ნორვეგიის ნაკრები.

საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, ირლანდიამ, დუბლინში დოილისა და პირსის გოლებით, 2:0 დაამარცხა ომანის ნაკრები.

თურქებმა დანიელებს აჯობეს გასვლაზე, ხოლო ამერიკელებმა ჩეხებს.


გერმანია – არგენტინა 2:4 (0:2)

გერმანია: ნოიერი (ვაიდენფელერი 46), ჰიოვედესი (რიუდიგერი 77), გინტერი, დურმი, გროსკროიცი, კროოსი (რუდი 71), კრამერი, დრაქსლერი (პოდოლსკი 33), როისი, შურლე (მიულერი 58), გომესი (გიოტცე 58).
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

არგენტინა: რომერო (ანდუხარი 80), ფ.ფერნანდესი, დემიჩელისი, როხო, ზაბალეტა (კამპანიარო 77), მასკერანო, ბილია, პერესი (ა.ფერნანდესი 46), დი მარია (ალვარესი 86), ლამელა (გაგო 68), აგუერო (გაიტანი 84).
მწვრთნელი: ტატა მარტინო  

გოლები: 0:1 აგუერო (20), 0:2 ლამელა (40), 0:3 ფ.ფერნანდესი (48), 0:4 დი მარია (50), 1:4 შურლე (52), 2:4 გიოტცე (78).
გაფრთხილებები: დრაქსლერი, პოდოლსკი – დემიჩელისი
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 14(7)-12(7), ჯარიმა: 14-13, კუთხური: 11-2, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-5


ინგლისი – ნორვეგია 1:0 (0:0)

ინგლისი: ჰარტი, კეჰილი(იაგიელკა 84), ჯონსი, სტოუნზი (ჩემბერსი 81), უილშირი (მილნერი 70), ჰენდერსონი, სტერლინგი, ჩემბერლენი (დელფი 70), რუნი (უელბეკი 70), სტარიჯი (ლამბერტი 89).
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

გოლი: რუნი 68 პენ.
მსაჯი: ხორხე სოუზა
ბურთის ფლობა: 63%-37%, დარტყმა: 14(2)-2(2), ჯარიმა: 13-15, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-1 


ირლანდია – ომანი 2:0 (1:0)

ირლანდია: გივენი (ელიოტი 46), იარდი, პირსი, კიოჰი, მეილერი (მერფი 85), პილკინგტონი (მაკგიდი 59), ქუინი, გიბსონი (ველანი 70), ბრედი, დოილი (ლონგი 59), ჰულეჰანი (კინი 59).
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი

გოლები: დოილი 20, პირსი 81.
გაფრთხილება: გიბსონი
მსაჯი: ილიას სპატასი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 18(7)-6(1), ჯარიმა: 14-6, კუთხური: 8-4, სეივი: 1-5  


დანია – თურქეთი 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 აგერი (35პენ.), 1:1 შაჰანი (55), 1:2 ტუფანი (92).


ჩეხეთი – აშშ 0:1 (0:1)

გოლი: ბედოია 39.


უკრაინა – მოლდოვა 1:0 (0:0)

გოლი: ბეზუსი 63.


რუსეთი – აზერბაიჯანი 4:0 (3:0)

გოლები: 1:0;2:0 კერჟაკოვი (6;12), 3:0 იგნაშევიჩი (41), 4:0 გრანატი (81).


ირაკლი ალიმბარაშვილი

0.117091