მადრიდის “ატლეტიკოს” თურქი ნახევარმცველი არდა თურანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, მისი თანაგუნდელის, დიეგო კოსტას მოედანზე გამოჩენა კი საეჭვოა.
თურანმა და კოსტამ ტრავმები ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში მიიღეს. თავდაპირველი ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კოსტას გამოჩენა გამორიცხული იყო, ხოლო თურანს “რეალთან” თამაშის მცირე შანსი ჰქონდა.
მადრიდული AS-ის ცნობით, გუშინ, ფეხბურთელებს გამოკვლევა ჩაუტარდათ და გაირკვა, რომ არდა თურანის ტრავმა სერიოზული არაა და ის ლიგის ფინალში აუცილებლად ითამაშებს.
რაც შეეხება კოსტას, მას მუხლქვედა მყესი აქვს დაზიანებული და “რეალის” წინააღმდეგ მისი თამაში საეჭვოა. თავად ფეხბურთელს განმეორებითი გამოკვლევის ჩატარება სურს და ბოლომდე ბრძოლისთვის მზადაა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 24 მაისს, ლისაბონში გაიმართება.