კალათბურთი

21:12 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

არჩილ პულუზაშვილი ფინეთში თამაშობს

საქართველოს მოქმედ ჩემპიონ „შსს აკადემიას“ ყოფილი წევრი, ახალგაზრდა კალათბურთელი, ცენტრალური თავდამსხმელი არჩილ პულუზაშვილი კარიერას ფინეთის უმაღლესი ლიგის წევრ ქალაქ ლაპუას „კორიკობრატში“ აგრძელებს.

ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „შსს აკადემიას“ მთავარმა მწვრთნელმა არჩილ ჟღენტმა განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პულუზაშვილთან ერთად „კორიკობრატში“ კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გამთამაშებელი გივი ბაქრაძე თამაშობს.

8 იანვრისათვის სამი მოგებითა და 16 წაგებით „კორიკობრატი“ 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113161