დაახლოებით 5 თვეა, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ დირექტორად არჩილ არველაძე დაინიშნა. თანამდებობა ერთია და ტყუპისცალის ერთ-ერთი მოვალეობა ნაკრებში თემურ ქეცბაიასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის დალაგებაა. ბოლო დროს კი იმდენი რამ ხდება ამ კუთხით, რომ არჩილთან საუბარი აუცილებელი გახდა.
"მსოფლიო სპორტი" არჩილ არველაძეს ესაუბრა:
- ერთი თვის წინათ შევიტყვეთ, რომ ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ქეცბაიას შორის ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შემდგარიყო შეხვედრა და საუბარი განვლილ შესარჩევ ციკლზე და ასევე, გეგმებზე. ისაუბრეთ?
- დეკემბერში უნდა შედგეს. ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ კითხვები აქვს ქეცბაიასთან. ვნახოთ, ალბათ, ბევრ რამეზე იქნება საუბარი.
- ახლა რატომ არ ისაუბრეს?
- თემური ერთი დღით იყო ჩამოსული. განხილვა აუცილებლად იქნება. სასაუბრო ბევრია.
- ალეკო ამისულაშვილსა და თემურ ქეცბაიას შორის დაპირისპირებაზე რას იტყვით?
- ამისულაშვილს დავურეკე და მითხრა, რომ პირადად სურს ქეცბაიასთან დალაპარაკება. პირისპირ და არა – ტელეფონით. თავად გავარკვევო. გაუგებრობა გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ცოტა ძველი ამბავია.
- ამისულაშვილმა თქვა, მაგ კაცთან ვერ ვიმუშავებო და ნაკრებიდან წავიდა. ამისულაშვილი პირველი არაა, რომელთანაც მწვრთნელს კონფლიქტი აქვს.
- ერთს ვიტყვი: თემურს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ გაუგებრობაში. კომუნიკაციაა საჭირო. სკოლაში რაც არ უნდა დააშავოს ბავშვმა, მასწავლებელსა და მშობელს ეკისრებათ მეტი პასუხისმგებლობა. ასეა ფეხბურთშიც.
- საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ქეცბაიასა და ჟურნალისტებს შორის შეხვედრაზე რას იტყვით?
- თემური ასეთია, ის ვეღარ გამოიცვლება. ექსტრაენერგიული, ემოციური კაცია. სხვა, აბა, რა ვთქვა.
- მაგალითად, შედეგზე გვაინტერესებს თქვენი აზრი: ქეცბაია ამბობს, რომ მეოთხეზე გავიდა ნაკრები, რაც წინა წლებთან შედარებით კარგი შედეგია, თუმცა მხოლოდ 5 ქულა ავიღეთ და 3 გოლი გავიტანეთ.
- ქეცბაიამ ათიდან ცხრა სწორად ილაპარაკა, აი, ახლა რაც მკითხეთ, მაგაში არ ვეთანხმები. ცუდი შედეგია. მე თუ მკითხავთ, მირჩევნია 15 გოლი გავიტანო, გასვლისთვის ვიბრძოლო და მეხუთეზე გავიდე, ვიდრე 3 გავიტანო და მეოთხეზე დავამთავრო. თუმცა, მე მწვრთნელი არ ვარ.
- ფეხბურთელები, ერთი-ორი კაცის გამოკლებით, ხმამაღლა არ ამბობენ, თუ რა პრობლემა აქვთ ქეცბაიასთან.
- გამოვიდა ხიზანიშვილი და თქვა. ამისულაშვილმა თქვა, პირისპირ დაველაპარაკებიო. დანარჩენები კი არ ამბობენ. არ შეიძლება პრობლემის დამალვა. 11-დან 9 კაცს რაღაც რომ არ მოსწონს, უნდა ადგნენ და თქვან. არ შეიძლება, შენ პიროვნული პრობლემები გქონდეს მწვრთნელთან და განაცხადო, რომ ტრავმის გამო არ ჩამოდიხარ, ყელი გტკივა, ფეხი გტკივა, გული გტკივა. ყველას ვეუბნები, მე მითხარით, გამოსწორებას ვეცდები მეთქი. ხიზანიშვილმა თქვა, რა პრობლემებიც ჰქონდა. სხვები არ ამბობენ და რა ვქნათ...
- საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არ დაგვცალდა კითხვა: ქეცბაია მომდევნო შესარჩევშიც თუ დარჩება, ამ ფეხბურთელებთან ურთიერთობის დალაგებას ეცდება თუ დავივიწყოთ ისინი ნაკრებისთვის?
- ქეცბაია თვითონ ამბობს, ნეტავ, ამათ ფეხბურთი ითამაშონ და კი ბატონო, ნუ ვეყვარებიო. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება, ოღონდ, ფეხბურთელს უნდა სურდეს ნაკრებში თამაში. აბა, სხვაგვარად როგორ... ვისაც ნაკრებში თამაში სურს და სპორტული კუთხითაც იმსახურებს, ქეცბაია გამოიძახებს.
- ბოლო წლებია, მშვენიერ შედეგს აჩვენებენ ასაკობრივი ნაკრებები. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ 18 წლის ქართველი 18 წლის ჰოლანდიელს თუ ინგლისელს რომ მოუგებს, ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ამ ასაკში ნაკლები სხვაობააო. შემდეგ რა ემართებათ? ჩვენი აზრი გვაქვს, თუ რაცაა პრობლემა და ამაზე არაერთხელ დაგვიწერია – ამ ფეხბურთელებს არც ჩვენს ჩემპიონატში ეძლევათ თამაშის საშუალება და უცხოეთშიც ვერ მიდიან. ხშირ შემთხვევაში ხელს უშლით არაევროკავშირელობაც. როდის და როგორ შეიძლება ამ პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოგვარება?
- გეთანხმებით, ვერანაირი ლოგიკით ვერ უნდა უგებდეს 18 წლის ქართველი 18 წლის ჰოლანდიელს. ბოლო 3 წელიწადში ასპროცენტიანი გადალახვა გვაქვს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპებისა, 17-წლამდელებმა სულაც ფინალური ეტაპის ნახევარფინალში ითამაშეს. მანამდე, 20 წლის განმავლობაში ეს ვერ ხერხდებოდა. მიზეზი, რის გამოც ასაკობრივები ასეთ წარმატებებს აღწევენ, გარდა იმისა, რომ ნიჭიერები არიან, ისიცაა, რომ ფედერაცია ახერხებს და არაერთ ტურნირზე უშვებენ. 112 საერთაშორისო მატჩი აქვთ ნათამაშევი ჯამში. ისინი უკვე მომზადებულები ხვდებიან შესარჩევებს.
- ქეცბაიამ არაერთხელ თქვა, კარგი იქნება, ამ ბიჭებს თამაშის საშუალება მიეცეთო. ფედერაციას არ შეუძლია, რომ კლუბებს დაავალოს განაცხადში მინიმუმ ორი 21-წლამდელი ჰყავდეთ? ბევრს ისედაც ჰყავს, მაგრამ არიან კლუბები, სადაც ამის საშუალება არ არსებობს.
- შეუძლია აღმასკომს ამ გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ ჯერ ისედაც თითზე ჩამოსათვლელი კერძო კლუბები არიან და კიდევ დაავალო, ასე და ისე მოიქეციო, ცოტა რთულია. კარგია, რომ შეთანხმება მოხდეს. იდეას თითქოს ყველა ეთანხმება. მე შევთავაზე, ეგებ, თასზე მაინც მოხერხდეს ამის შესრულება მეთქი. ვნახოთ, ნება უნდა იყოს.
- ჰოლანდიაში და ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ნაკრებები ერთიან სქემაში არიან მოქცეულნი, იდენტური ტაქტიკით მუშაობენ და ახალგაზრდულიდან ეროვნულ ნაკრებში გადასულ ფეხბურთელს შეგუება არ უჭირს. დაგვეთანხმებით, აქ ეროვნული ნაკრები ასაკობრივებისგან მკვეთრად განსხვავებულად თამაშობს. არ გიფიქრიათ, რომ ეს ერთიან სქემაში მოექცეს?
- იდეალური იქნებოდა. ასაკობრივი ნაკრებები მართლაც დაახლოებით ერთნაირად თამაშობენ, ერთადერთი ქეცბაიაა, რომელიც სხვაგვარად ათამაშებს. ასე ფიქრობს და რას იზამ. თუნდაც მეკარეები ავიღოთ: თითოეულ ნაკრებში გვყავს გამოცდილი მეკარეების მწვრთნელები – მამუკა აბუსერიძე, დავით გვარამაძე, ზვიად სტურუა და ასე შემდეგ. ამის შედეგიცაა, რომ მეკარეებში ადრე სულ რომ გვიჭირდა, ხედავთ, ეროვნულშიც და ახალგაზრულებშიც წამოვიდნენ. ვულოცავ ასაკობრივ ნაკრებებს ასეთ კარგ თამაშსა და შედეგებს.
- ვისაუბრეთ და მაინც არ ჩანს პრობლემის მოგვარების გზები. მაგარია 17 წლის ქართველი ჭაბუკი, მაგრამ შემდეგ ზრდა აღარაა და ეს მხოლოდ სიზარმაცის ბრალი არაა, როგორც ბევრნი ამბობენ. ყველა ზარმაცი ხომ არაა? მათ ხელშეწყობა არ აქვთ, ელემენტარულად თამაშის საშუალება არ ეძლევათ.
- რა თქმა უნდა, მხოლოდ სიზარმაცეში არაა საქმე. ბევრია ისეთი, რომელსაც გულით სურს ფეხბურთის თამაში და მონდომებას არ აკლებს. სახელმწიფო პროგრამა უნდა შემუშავდეს და მე მაქვს ასეთი პროგრამა, რომელიც ლევან ყიფიანს გავაცანი. ეს დაწერილ-გამზადებული არაა, მაგრამ ლევანს დეტალურად მოვუყევი: ჩემპიონატში თანხა მოპოვებული ქულების სისტემით დარიგდეს. თურქეთში თითოეულ მოგებულ თამაშზე მილიონ ლირას იღებ.
- მილიონი ლირა ერთ მოგებაზე? ძალიან ბევრია.
- დიახ. აი, მაგალითად, შოთას "ქასიმფაშამ" ახლა "ბურსასფორს" რომ მოუგოს, მილიონ ლირას მიიღებს, ფრეზე კი 400 000 ლირაა. იქ 400 მილიონია სუპერლიგის საპრიზო ფონდი. ამას ეტაპობრივად მიაღწიეს. რა აზრი აქვს ჩვენთან თითოეული კლუბისთვის წლიურად 2 მილიონის დარიგებას? ასე არაფერი გამოვა. დავუშვათ, გამოიყო 24 მილიონი ლარი წლიურად. 4 მილიონი დაიხარჯებოდა სატელევიზიო პროექტისთვის, ბანერებისთვის და ასე შემდეგ, დანარჩენი 20 მილიონი კი საპრიზო ფონდი იქნებოდა დაკავებული ადგილების მიხედვით. ეგებ, კლუბებმა თქვან, დაგვირიგეთ, გაგვინაწილეთ და ჩვენ მივხედავთო. არა, ასე არა. რაშიც შენ გინდა, იმაში ვერ დახარჯავ. არ შეიძლება, იმ კლუბსაც 2 მილიონი მისცე, რომელიც წლიურად 4 მილიონს ხარჯავს და იმასაც 2 მილიონი მისცე, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადმოვა და წელიწადში 200 000-ს ხარჯავს. ასე სპორტული პრინციპი დაირღვევა. იყოს ფონდი და განაწილდეს. ეს პროექტი უნდა მიებას ტელევიზიას. იყოს თამაშები, ვთქვათ, მეორე არხზე.
- თურქეთში როდის დაიწყო ეს პროექტი?
- 1994 წელს. მაშინ 15 მილიონი იყო საპრიზო ფონდი, მაგრამ გამოიმუშავეს და ახლა 400 მილიონია. აბა, ასე 2 მილიონის მიცემას რომელიმე კლუბისთვის, აზრი არ აქვს. სპორტული პრინციპი რომ იქნება და ფული დაკავებული ადგილების მიხედვით გადანაწილდება, იქ უკვე თამაშების ჩაწყობის სურვილიც აღარ ექნებათ. იგივე პროექტი პირველ ლიგასაც შეეხება, ოღონდ, იქ შედარებით ნაკლები იქნება თანხა და მოთხოვნები. ვფიქრობ, ასე იქნება მართებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაგარი შემეცოდა ისე ქეცბაია
აი ამ ფრაზას გამოვხატავ ქეცბაიას ინტერვიუდან,არიან ნიჭიერი ფეხბურთელები მაგრამ მეტი პასუხისმგებლობა არის საჭირო
უყურებ მაგრამ ეს ნეტა მართალია
მაგარი კაციაა რა ტლოპიინ გენაცვალე ჯიგრიანი ქართველი ხარ! ვისაც საქართველო არ უყვარს და ნაკრებში თამაში ეთაკილებაა დაგვეცეეს აგერ!!!!
stripslashes((strlen('http://goal.ge/ge/?p=28034')>0?'http://goal.ge/ge/?p=28034':'http://goal.ge/ge/?p=28034')) უყუირეეეთ ქეცბაიას ინტერიუ დღევანდელი 45წუთიანი!! სრული ვერსია
მაგარი ძმაა ქეცბა ))))
აქამდე სად იყავი?
გულშემატკივრებმა მოვითხოვოთ: ნაკრებიდან წასულები და დარჩენილები ათამაშეთ ერთმანეთთან და ვნახოთ ვინ მოიგებს. წასულების მწვრთნელობა კი ვასილ მაისურაძეს ვთხოვოთ!!!!
ქეცბა ერთ შემთხვევაში უნდა დარჩეს ნაკრებში.. თუ მეტ დიპლომატიას გამოიჩენს და ნაჩხუბარ ხალხს შემოირიგებს.. ანუ ვინც დაიმსახურებს ყველა უნდა გამოიძახოს, და არა ხოშიდან გამომდინარე.. და ასეთი დაცვითი ფეხბურთი აღარ ითამაშოს, მსოფლიოში 7-8 ნაკრების გარდა ყველასთან შეიძლება თამამად თამაში და შედეგის ჩვენება
ხო მეც მაგას ვამბობ,უბრალოდ არ შეიძლება ნაკრების 8 და 10 ფეხბურთელთან კონფლიკტი გქონდეს,ეს ტელევიზიით გამოსვლები და ფეხბურთელების განადგურება და გათახსირება რა პონტია კიდე ვერ ვხვდები
ფეხბურთელები იძახიან შეურაწყოფას გვაყენებს და ნახალკებს გვტენისო,მერე ადექი და გადახსენი შუაზე,დაზარალებულივით რომ ყვირიხარ პოტელიკუ!!!
ეს იზახის ფეხბურთელები არ მყავსო და ესეთი უაზრო სიქიმობა არ გამიგია არსად!!!
მო..გ..ი..ტ..ყ..ა..ნ...თ ფეხბურთი
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ამ ჯგუფში მთავარი მიზანი გახდა მესამე ადგილი,რადგან ლოგიკურად ესპანეთთან და საფრანგეთთან პაექრობას აზრი არ ჰქონდა.მაგრამ ეს ამაცონაც რომ ვერ შეასრულა ქეცბაიამ.ბელორუსიასთან და ფინეთთან 12 შესაძლებელიდან აიღო 4 ქულა.არავინ არ სთხოვდა საფრანგეთთან და ესპანეთთან გამარჯვებას.ახლა სულ რომ მაგას გაჰყვირის.ხალხი ითხოვდა ამათ დამარცხებას და ეს რომ გაეკეთებინათ მე ვიქნებოდი მისი პირველი მეხოტბე.მაგრამ ყაზახეთთან რო აგებ და ამბობ კარგად ვითამაშე,მაგრამ წავაგეო.ეგეთი რაღაცა შეგიძლია ესპანეთთან,საფრანგეთთან თქვა,ჰა,ჰა ჩეხეთთან,ბელგიასთან და ა.შ.მაგრამ თუ პატარა თავმოყვარეობა გაქვს,ყაზახეთს უნდა უგებდე გასვლაზე,შინ,წვიმაში,სეტყვაში,ქარბუქში,კაცნაკლული.კაი რა...ლუქსებბურგთან მოგება რო სანატრელი გაგვიხდება და ფინეთი გადამწყვეტ თამაშს სახლში რო გვიგებს,რა ნამუსით უნდა გამოხვიდე და სხვების უკლასობაზე და პრობლემებზე ილაპარაკო.სულ რო მართლა ფეხბურთელების მაგივრად პარიკმახერები იყვნენ,ასე არ უნდა ილაპარაკოს მწვრთნელმა.მე არ მესმის როგორ უნდა იმუშაოს იმათთან,ვისაც სულ შეურაწყოფს თავის ინტერვიუებში.ეგ რა დამოკიდებულებაა საქმესთან.ქეცბაია იმაში იღებს ამხელა ხელფასს,რომ იყოს კომუნიკაბელური,იქონიოს მოთმინება,დაალაგოს ურთიერთობები,შეარჩიოს კადრები,იმუშაოს ფსიქოლოგიურად მასთან და მოუძებნოს გასაღები.აბა მეტი რაღაა მწვრთნელობა და კიდევ სპორტული შემადგენელი,ტაქტიკა და სტრატეგია...ჯურნალისტმა სწორი უთხრა კიდე კაი ეხლა სომხეთი არ გვხვდება,თორე დაგვანგრევს და საშვილიშვილოდ შევრცხვებითო.პასუხი რა იყო...ორი წლის წინ სომხეთს მოვუგეთო.შარშანწინ პაპაჩემიც ცოცხალი იყო.ის თამაში ვისაც ახსოვს,კი მოვუგეთ ანგარიშით სომხეთს,მარა თამაშით მაგათ გვაჯობეს.ამ შესაღჩევში ბოლო ტურამდე ჰქონდათ მეორეზე გასვლის შანსი და ყველამ ვიცით რა გუნდები დაამარცხეს და ფრე ითამაშეს.ვახ,სომხებსაც ვეღარა ვჯობივართ...რას მოვესწარი...თუ ფეხბურთელები თავნებობენ მიიღონ რაღაცა კანონები,სანქციები,ჯარიმები.მე ხო არ დავსჯი აბა...თუ ყველაფერი ასე დაბალ დონეზეა,მაშინ მაგისი მაღალი ხელფასი სულ მთლად ულოგიკოა.მილიონები ვუხადოთ იმაში რომ გვეუბნება ყველა პირობა მაქვს იმისთვის რომ წავაგოო...აიღოს მაშინ ადეკვატური ხელფასი და კი ბატონო.რო წამოცდა მინაშვილს შენი ხელფასი ხო არ გადაიხედებაო,ისე შეეცვალა სახე,გეგონება პრიანიკს ართმევენო.კაი რა....ახლა ჯობია დაინიშნოს ქართველი მწვრთნელი,რომელიც ცხოვრობს საქართველოში,გაწონასწორებული ხასიათით,გამოცდილი ადეკვატური ხელფასით და რაც მთავარია უნდა ქონდეს ავტორიტეტი,ასე რომ არ იაროს ყველამ თავის ნებაზე.ვინც გინდათ გეგუჩაძე იქნება,დევდარიანი,თუ მაისურაზე და ა.შ წინასწარ გეტყვით,რომ 2 წლის მერეც ასე იქნება და დამაწყდა უკვე ნერვები.ერთი წინადადება მაქვს,ასე არ შეიძლება,მაგალითად მწვრთნელმა თვიურად აიღოს ადეკვატური თანხა,რაც აუცილებელია ღირსეული არსებობისათვის და საქმისთვის,ისე ვამბომ მაგ. 3000$ .და თუ გავიდა ჯგუფიდან პრემიის სახით აიღოს 2 000 000.პლეი-ოფში მოხვედრისთვის 1 000 000.თუ ვერ გავიდა ეგეც კარგათ იყოს და ჩვენც.როცა იციან რომ ფულს გარანტირებულად ჩაიდებენ ჯიბეში,ეგრე კანეჩნა სხვაა.წააგებაზე ეგრე მეც დავაბრალებ ხან მინდორს,ხან ფეხბურთელს,ხან ბუასილს და ა.შ .მაგრამ რომ ეცოდინება რომ ის მილიონები მოსაპოვებელია.მერე მწვრთნელები ტრაკ ს მოიდღ ..ავენ და აღარ აიყვანენ ძმაკაცის შვილებს,უფორმოებს,უდონოებს.თამაშის მერე ეგრევე სახლებში არ გაიქცევიან სხვა ქვეყნებში და მრავალი რამე სხვანაირად მოხდება.მოთამაშეებძეც უნდა იყოს სანქციები.უნდა იყოს პრემიები ჩამოსვლაზე,მარა ორჯერ დიდი ჯარიმები არჩამოსვლაზე და საერთოდ ძაან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ მხრივ.ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის აუცილებელ თამაშზე რომაა ლაპარაკი კლუბებში და რო ამბობს მინაშვილი ეგ კლუბების გადასაწყვეტიაო.რუსეთის ჩემპიონატში არის ეგ კანონი ერთი "დომოროშშენი"იგროკი თუ არ გყავს ყოველ თამაშზე -3 ქულა და ფულადი სანქციებია...
რო აიკვიატეთ ყაზახეთს რატო ვერ მოუგოო იცით მაინც ყაზახურ ფეხბურთში რამდენი ფული იხაეჯება 1 წელიწადში? რო ჩამოთვალე მწვრთნელები რა დროს მაისურაძის ეროვნულია ან რო იძახი რო ძმაკაცის შვილებს აიყვანენო მაინც რომელი ძმაკაცის შვილი ათამაშა ქეცბაიამ?
X5-ები დავარიგოთ პრემიის სახით და 90 პროცენტი ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს
DD
ეხ ნეტა თუ გვეშველება რამე და თუ გვეშველება მოვესწრებით თუ არა ჩვენ ამას
სავარაუდოდ ოდესღაც გვეშველება
იმედი არ მოგვიშალოს გმერთმა,იმედით ცხოვრობს ადამიანი

დ
პრემიები არა კიდე ბოლომოდელი მანქანები დაურიგოთ ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს და ეუროკოპას მოიგებენ


ან თუნდაც ხიზანას მაგალითი ავიღოთ. ჯერ ერთი ცუდი რო ყოფილიყო პრემიერლიგაში ვერ ითამაშებდა თავის დროზე და ეხლაც თურქეთში არავინ დააყენებდა მარტო ლამაზი თვალების გულისთვის. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი არ მახსოვს მაგას ნაკრებში ჩამოსვლაზე როდესმე უკან დაეხიოს. ბაზარი არაა ჩაუვარდა ბოლო თამაშები ნაკრებში, მარა იმას ხო არ ნიშნავს ეგ, რო დააფაროს ხალხმა ყველაფერი თავზე. პირიქით ჩემი აზრით პატივისცემა უნდა გამოხატოს გულშემატკივარმა ეგეთი ფეხბურთელების მიმართ
ხო მასეა გასაჭირში უნდა დაუდგე გვერდით მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან არ ხდება ესე,კალაძეზეც რა ამბავი იყო გემახსოვრება შენ იმ 2 გოლის გამო,ხალხმა დაჟე ფული გადაუხადა იტალიის ფედერაციამ კალაძესო და ეგეთი სისულელეები
ხო კალაძის ამბავი საერთოდ მარაზმია, სადღაც 3-4 წლის წინ ლამის ყველაზე საძულველი ფეხბურთელი გახდა და ეხლა მაისში მთელი სტადიონი ტაშს უკრავდა
რა უნდა თქვა ამის მერე. გეფიცები ქეცბას ადგილზე დროზე მოვხევდი აქედან. და ეს ზოგადად თვისებაა ჩვენი არამარტო ფეხბურთში გვახასიათებს, უცებ გაღმერთება ვინმესი და მერე პირიქით
ხო მაგაში გეთანხმები,კარგსაც ძალიან ვაბუქებთ და ცუდს ხომ ვაფშე
კალაძემ ქართული ოცნების კრებიდან თქვა ნაკრებიდან მივდივარო,მემგონი არ იცოდა ქეცბაიამ

მგონი ოცნებაში რო შევიდა მაგიტო აეწია ქულები თორე მაგარი დარხეული ქონდა როგორც ყოფილ ფეხბურთელს
კი მარა ეხლაც არ აკლია მოკითხვა რო გაიძახოდა დავაკლებ ტარიფებსო(ფეხბურთის თემიდან პოლიტიკაზე გადასვლა მარტო ქართული ფეხბურთიდან შეიძლება)
ნუ ეხლა შეიძლება დაეწია რეიტინგი არ ვიცი, მარა 1 წლის მანძილზე ხო გახდა ზვეზდა ისევ
არა როგორც ფეხბურთელს ვაფასებ, როგორც პოლიტიკოსს არა იმიტო რო გამოუცდელია და ხანდახან აქვს ხოლმე ჩეპეები დიდ სისულეებს ამბობს ხოლმე, მარა სუფთაა სამაგიეროდ
რაღაც პლიუსი აქვს
წააგდებინებენ მემგონი სვანები კახის თავს

ა ეგ ვაფშე დამავიწყდა
მართლა ფრთხილად უნდა იყოს
ნაკრებში არ ყოფნაზე არ უნდა ქონდეს პრეტენზია.
ეხლა ხო გეთანხმები ნაკრებში თამაში აღარ შეუძლია ვთქვი კიდეც ეგ. მარა საგინებელი ნაღდად არაა
აჩი მაგარი ფეხბურთელი იყო და მაგარი პიროვნებაც არის,ზუსტად ესეთი ხალხი უნდა იყოს ფეხბურთში დასაქმებული და რაღაც გვეშველება....
რევაზაა ზატო ელასტიური ყველა ფედერაციას მოერგო
DD არ გამიკვირდება შემდეგ ფედერაციაშიც რო გაიჩითოს
ფულის შოვნაც იცის და ისიც რო უფროსს უნდა გაუყოს
ხოდა რაც იშოვა ადგეს და ერთი რომელიმე პატარა გუნდი დააფინანსოს
ფულის შოვნა იციან ქართველებმა მაგრამ გაყოფა არ უნდათ ხოლმე და ღორდებიან. ჭკვიანი კაცია რევაზა))))
რით ვერ გაძღა მერე?
აჩიც და შოთიც მაგრა მევასება და პატივს ვცემ მარა, აი რევაზა მაგარი ნიტო როჟაა
რევაზა შამპანიურის პროპკასავით არის ყველა ბოთლს ერგება

D:
ჩემი აზრით ყველაშია პრობლემა თითოეულ გულშემატკივარში, იმ აგდებულ დამოკიდებულებაში რაც ბევრს აქვს.. თუნდაც დინამო სტიაუა გავიხსენოთ 0-2ს მერე მთელი სტადიონი ადგა და გაიქცა, ასე ყოფილა ბევრჯერ ნაკრების თამაშზეც, ამის მერე გვიკვირს რატომ აქვთ ფეხბურთელებსაც ანალოგიური დამოკიდებულება?
კაცებო, რა ხდება, რა ამბავია ჩვენს თავს, ვინ დაგვწყევლა.... ამდენი ხანია კომენტარებს ვეცნობი და... გთხოვთ, ერთმანეთს პატივი ეცით და მეტი ობიექტურობა გამოიჩინეთ!!!
)) ) გამოქვეყნების ნება მომეცეს, რადგან კომენტარებს ყველა ვერც წაიკითხავს და არც ორიოდე სიტყვით ამოიწურება საკითხი. მიუხედავად, ჩემი პრეტენზიული ნიკისა
და წესიერი ქართულით წერის სურვილისა, რედაქციას უფლებას მივცემდი მხოლოდ გრამატიკულად გაემართა ტექსტი!
არსებობს თემები, სადაც თავს უფლებას მისცემ, რომ საკუთარი აზრი შეუვალად გამოაცხადო, მაგრამ ეს არაა ის თემა და საკითხის ასე დასმა, რომ ვინც ქეცბას მხარს უჭერს ჩვენი ფეხბურთი ფეხზე ჰკიდიაო, როგორ შეიძლება? დარწმუნებული ვარ ამ სიტყვების მთქმელს მართლა შესტკივა გული დღევანდელი ჩვენი ფეხბურთის დონეზე, მაგრამ... ასევე, არც იმათ ვეთანხმები, ვინც ქეცბას ყველა სიტყვას ამართლებს. კუთხურობაზე ხომ... ამაზრზენია სიტყვის გადაკვრაც კი!!!
...არც მე გახლავართ უემოციო და ვერ მიუშვერ ვერავის მეორე ლოყას, მაგრამ ვეცადოთ, რომ არც პირველ გალაწუნება დავიმსახუროთ. უამრავი არგუმენტი აქვს ორივე მხარეს და ხშირად, გაცხარებულზე, ობიექტურობა ღალატობს. რადგანაც მოცემულ სტატიეზეა კომენტარები, ჩემ აზრს ვიტყვი; აშკარად იკითხება ქეცბას წინააღმდეგი მოძრაობები... მთAვარზეც ვიტყვი; თუ ქეცბა წასვლას გადაწყვეტს, მიმაჩნია, რომ მის მიერ მოწონებული კანდიდატურა უნდა დაინიშნოს მხოლოდ... რატომ და... ნეტავ ერთი სტატიის (იქნებ, სერიის... შემდგომ...უსასყიდლოდ
ჩვენ, ქომაგებმა და ჟურნალისტებმა უნდა ავამაღლოთ მწვრთვნელის, ფედერაციის, ფეხბურთის და საერთოდ, სპორტისა და კულტურის დონე!
ყველას გეფერებით!!!
100 ხარ,გაიხარე
ერთადერთი რასაც ვერ გავამართლებ ქეცბაიას მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ეს არის რომ ფეხბურთელებზე მთელი ერის წინ ცუდად ლაპარაკობს,ეს რომ თემურამ ისე მოაგვაროს რომ საზოგადეობამ და ხალხმა არ გაიგოს მაგარი იქნებოდა ჩვენი ნაკრებისთვის
რომ ყვირის ფეხბურთელები არ მემორჩილებიან და თავის ნებაზე დადიანო,ხვდება მაინც თუ არა რომ მაგით თავის მინუსსაც უსვამს ხაზს.იმას მაინც ნუღა გაამხელს არ მაქვს ავტორიტეტიო...
ტლოპიინ მიაწექი არ დაუთმოო ამ ბო.ეეებს!!!
ასე თუ ისე უნდა დარჩეს მაინც ქეცბაია,მაგრამ ის ხალხი შემოირიგოს და ეგაა იქნებ გვეშველოს რამე
ეს ჩამოსაწერი პენსიონერები რას ატრაკებენ. ქეცბა მომთხოვნია და არ უნდათ ასეთები. ))
მართალია მომთხოვნია და პირში მთქმელია ყველაფრის და ის გინებაა თუ რაცაა რო იძახის მაგინებსო არ დაიმსახუროს და არ შეაგინებს
პირიქით მაგარი კაცია რა გინდა პირში აგინებს
:დ
ქეცბაიას მთელი საქართველო ხიზანას გამო აგინებდა და ეხლა თემურამ თუ შეაგინა ხიზანას დიდი ამბვი
ახლა იყო ანანიძის ინტერვიუ რუსთავი-2-ზე, რა გინება რის გინება, როცა გამომიძახებს მაშინ ჩამოვალო
ხო მეც მოვუსმინე
ახლა 11ზე მაესტროზეა გადაცემა ამასთან დაკავშირებით და საინტერესოა რას იტყვიან
მე თუ მკითხავთ ქეცბაია არ ტყუის ფეხბურთელებთან, მკვდრები არიან, ეზარებათ ჩამოსვლა და თამაში და ქეცბაია ვერ იტანს ასეთ რაღაცეებს...
Bიჯოო აქ რა ამბავიაა შეხედეთ ერთი.სად ხარ ვანსკი ამდენ ხანს?:დ თქვენ რაცარუნდა იმსჯელოთ ქართულ ფეხბურთს რო არაფერი ეშველება არ იცით?
ვგიჟდები რა ხალხს დამხელა დონის პროფესიონალიზმი აქვს და რამხელა მოთხოვნებს უყენებენ თავიანთ თავს!
აგერ რონალდოს ახალი გამოწვევა მინდა გითხრა,რომელიც თვითონ წაუყენა თავის თავს: ამ კალენდალურ წელში 8 თამაში აქვს დარჩენილი და უნდა მესის შარშანდელი რეკორდი დაამხოს! რომელიც შეადგენს 91 გოლს!
25 გოლი აშორებს და უნდა 8 თამაშში გაიტანოს!
ეს ხომ შეუძლებელია!!?? მაგრამ ტიპი გიჟს გავს,კორიდაზე გამოსული ხარივით არის! D:
აი ჟილკა! ახლა ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი რონის D:
Mაგისგან აღარაფერი გამიკვირდება წელს ისეთ ფორმაშია
90 წუთი ტემპში თამაში რათქმაუნდა შეუძლებელია მაგრამ ესენი 20 წუთში იგუდებიან
90 წუთი უმაღლეს ტემპშია თამაში შეუძლებელი თორე, დღეს ნორმალური გუნდები 90 წუთს კიარა 120 წუთს თამაშობენ მაღალ ტემპში.
საქართველოს ჩემპიონატში თამაშები 120 ე წუთიდან იწყება
ტემპში მე ვეძახი იმას რას შვედეთი-პორტუგალიის მეორე ტაიმში იყო 60 ე წუთიდან
მასეთ ტემპში უმაღლესი დონის გუნდებიც ვერ გაქაჩავენ თორე ჩვენთან რო დაღლილები დარბიან თავიდანვე მაგას სულ ვიძAხი 
წეღან 20 წუთს ვითხოვდი D:
10 წუთით მაინც არ შეგვიძლია შეტევაში ვითამაშოთ? აბა თუ არ შეუტიე გოლი როგორ უნდა გაიტანო?
თამაშის მოსაგებად კი გოლის გარდა სხვა არაფერი არსებობს ალტერნატივა?...
ქეცბაია იმაში ტყუის რო როცა აგებს არაფერს აკეთებს რო რამე შეცვალოს თუნდაც გამოიყვანოს 3 ფორვარდი და გაუშვას გოლი და ღირსეულად წააგოს ვიდრე აგებდეს და მაინც კარს გოლისგან იცავდეს
მაგას ვითხოვ ზუსტად.მაშინ მაინც დავინახო შეტევა როცა ვაგებთ ისედაც და სხვა გზა არ გაქვს გარდა შეტევისა!...
ერთი შეტევა რა არის???
alcantara__ (389)
ძალიან კარგი,მეც ასე ვიცი.კიდევ ერთი კითხვა მაქვს:
მოწინააღმდეგეს ხომ მაინც დავდევთ ბურთის ასართმევად,შესაბამისად ენერგიას ხომ ვხარჯავთ? შეტევის დროს კი ხომ უფრო ნაკლები ენერგია უნდა დაიხარჯოს?
მაშ რატომ ამბობს ქეცბა,რომ შეტევაში წასასვლელად ბიჭებს თავი არა აქვთ სირბილისო?
გეტყვი ვინაიდან და რადგანაც:
1. ძალიან დაბალი დონის გუნდებში თამაშობენ ძალიან ცუდად არიან ფიზიკურად მომზადებულები ეს ერთი
2.იმ ენერგიას რაც სიტყვაზე უნდა გადაანაწილონ მთელ თამაშზე : შეტევაზე და დაცვაზეც ხარჯავენ მთლიანად კარის დაცვის დროს და როცა მეტოქე კარგავს ბურთს აღარ შეუძლიათ იმ ტემპში წასვლა წინ რო სახიფათო მომენტი შექმნან და კონტრ ატაკასაც აზრი ეკარგება
3.ჩვენები დარბიან მატჩში საშუალოდ 5-6 კილომეტრს მაშინ როცა სხვების მაჩვენებელი 11-12 კმია 90 წუთში
4. 5-6 ჩამშლელით თამაში როგორ უნდა შექმნას ხედირას ტიპის 5-6 ფეხბურთელმა ნორმლაური საგოლე მომენტი
5.ფლეიმეიკერის "არ ყოლა"
ქეცბაიას ბრალი ნაღდად არაა რო ნაკრები ვერ თამაშობს შეტევას უბრალოდ არ შეუძლიათ და მაგიტომაც აქვს ესეთი ტაქტიკა სადმე გინახავს ჩვენს ფეხბურთელს კაცი მოეტყუებინოს ? ან 90 წუთი ისე ეთამაშოს რასაც ტემპში თამაში ქვია?
გასაგებია...ანუ ნაკრებმა არ იცის ფეხბურთის თამაში!
არც დაცვა ვიცით,უბრალოდ იძულებულები ვარ დაცვაში ვიყოთ მეტოქის თამაშიდან გამომდინარე...
თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს ნებისმიერს შევეკამათები კრილიას და ვოლგის დონის გუნდის ზამენის ფეხბურთელმა რა უნდა ითამაშოს აი მართლა უკლასო რო იქნები ფეხბურთელი ვერ ვიტან ისეთ ფეხბურთელს რომელსაც ინტელექტი არ აქვს და "ჯანის" გამო თამაშობენ
მარა ჩვენ მასეთებიც არ გვყავს
თან ისეთი ზე შეუძლებლად თვლის შეტევას რომ...რომელიც სამწუხაროდ სუპერმარკეტში არ იყიდება! D:
თემურთან ინტერვიუს დიდი მოლოდინით ვუსმენდი და აი რა შთაბეჭდილება დამრჩა.გაითვალისწინეთ ვინც ამას წაიკითხავს,რომ დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ და ვერ ვერკვები კულუარულ დეტალებში და არავის მიმართ მიკერძოვებული სიმპატია-ანტიპატია არ მაქვს,თუ არ ჩავთვლით,რომ ფეხბურთელ ქეცბაიას გულშემატკივარი ვიყავი და მასთან ერთად ფოტოც მაქვს გადაღებული.
1.ჟურნალისტები კარგები არიან,თუ ცუდები კონკრეტულ კითხვებს სვამდნენ რაზეც ქეცბაია არ პასუხობდა.ნერვიულობდა,ყვიროდა,სულ სხვა რაღაცეებს ლაპარაკობდა.არცერთ კითხვაზე პასუხი არ გასცა.ჯურნალისტები სულ აქებდნენ და ებოდიშებოდნენ (თავიდან) რაზეც თემო შეურაწყოფით პასუხობდა,უდონოებს,არაპროფესიონალებს და მოგზავნილებს უწოდებდა...აჩემებული ქონდა მთხოვთ,რომ ესპანეთს მოუგეო და ასეთი ფეხბურთელებით რა უნდა ვქნაო...
2.თემური რაღაცა შეთქმულებაზე ლაპარაკობდა სულ.არის ასე?
3.თემურს ერთი ტექსტი ქონდა და ერთიდა იგივეს ყვიროდა 10000 ჯერ გაიმეორა ერთი და იგივე.
ეხლა გეტყვით რა არ მომეწონა მასში,თუ ვცდები მითხარით თქვენი აზრი (ერთმანეთის პირად შეურაწყოფამდე ნუ მივალთ)
1.თემურის ლაპარაკიდან გამომდინარე ის არის უმაღლესი დონის მწვრთნელი,საკუთარ თავს არავითარ პრეტენზიებს არ უყენებს და ბრალს სულ სხვაში ეძებს
2.ან უნდა სულ გაასაჯაროო პრობლემები და ყველას ერთნაირად უნდა მიუნზრიო,ან ხმა არ უნდა ამოიღო,ერთი კაცს არ უნდა მიადგე მარტო და მიწასთან არ უნდა გაასწორო.ამისულაშვილს რომ დეზერტირი და არაპატრიოტი ეძახა,მითხარით ისაა პატრიოტიზმი ჰონორარის ფული რო გააქანა და კვიპროსისი ბავშვთა ფეხბურთში ჩადო.აბა სხვას რაღას სთხოვს.
3.ეს უფრო კითხვაა ვიდრე კონკრეტული აზრი.თუ კონტიგენტი არაა,თუ ინფრასტრუქტურა არაა,თუ შეთქმულებებია,თუ ფეხბურთელები არ გიჯერებენ და თავისნებაზე დადიან,მებადება კითხვა,რატომ რჩება მწვრთნელად?რომ ხელფასი აიღოს.ვინმემ მოისმინა რომ თქვა,ამის იმედი მაქვს,ამის და ამისიო....რა ვიცი...მე მგონია რომ ორი წლის მერეც იგივე ბაზარი იქნება.მე მგონია,რომ მაგას პრობლემა აქვს კომუნიკაციაში.ალბათ საბერძნეთიდანაც მაგის გამო გამოუშვეს.არ აბლატავეს ამდენი.....
4.რატო არაა მაგისი პოზიცია მართალი? იმიტომ რომ ინჟინერს სახლს რომ უკვეთავენ და მერე სახლი ინგრევა არასდროს მძღოლს,კალატოზს,სვარჩიკს და ა.შ არ სჯის.ისჯება ინჟინერი.რეჟისორმა თუ ცუდი კინო გადაიღო,რამდენიც არ უნდა იყვიროს ფული არ მყოფნიდა ფილმისთვის,ცუდი ოპერატორი შემხვდა,გამნათებელი დათვრა,უკვე ეგენი არავის აინტერესებს.
თემო! ჩემი პოზიცია ასეთია.თუ რჩები მწვრთნელად,კეთილი ინებე და დაამყარე კომუნიკაცია ფეხბურთელებთან,გამოიყენენ კადრები,დაიხარჯე მაქსიმალურად და დადე შედეგი.ესპანეთის მოგებას არავინ გთხოვს,მარა გთხოვენ ფინეთის,ყაზახეთის,ბელორუსის და ასეთი გუნდების დამარცხებას და თუ იმას იტყვი რომ საამისოდ არ არსებობს რესურსები(ფეხბურთელები,ინფრასტრუქტურა,ნიჭი,ფული და ა.შ)მაშინ რა ლოგიკით რჩები მწვრთნელად,თუკი წინასწარ მეუბნები,რომ შენ ყველა პირობა გაქვს იმისთვის რომ წააგო...
შენ გაიხარე ძმაო,დიდებული შეფასება გაქვს! ყოჩაღ!
[bstripslashes((strlen('https://www.facebook.com/pages/SSC-Napoli-FANS-Georgia/557803664299246')>0?']https://www.facebook.com/pages/SSC-Napoli-FANS-Georgia/557803664299246':']https://www.facebook.com/pages/SSC-Napoli-FANS-Georgia/557803664299246')) ნაპოლის ქართველი გულშემატკივრების გვერდი. მოიწონეთ !
alcantara__ (386)
კითხვა მაქვს პირადად შენთან.
შენი აზრით ფეხბურთის თამნაშის დროს,სად უფრო მეტი ენერგია იხარჯება,ბურთის ფლობის დროს თუ მისი წართმევის დროს?
მეც ზუსტად ამ პასუხის მოსმენა მინდოდა D:
უბურთოთ თამაში რო გაცილებით უფრო დამღლელია რათ უნდა მაგას ლაპარაკი, + ფსიქოლოგიურადაც ძაან რთულია ალბათ
ზუსტად მაგითაა ძლიერი ბარსელონა ბურთის ფლობის დროს ისვენებენ და ღლიან მეტოქეს მოკლედ რო ავხსნა ესეა ანუ ლოგიკურად აქედან გამომდინარე ბურთის წართმევის დროს ბევრად დიდი ენერგია მიდის
მე როგორც ყოფილი ფეხბურთელი 6 წლიდან ვთამაშობდი გამთამაშებელს ფეხბურთელის ენერგია ყველაზე მეტად მიდის დარტყმის დროს ხოლო ამ ორის შედარების დროს გეტყვი რო ბურთის ართმევის დროს ბევრად მეტი ენერგიაც იხარჯება და ტვინიც უფრო დაძაბულია იმიტო რო უნდა დაუკეტო ყველა ის შესაძლებლობა მოწინააღმდეგეს სადაც ბურთის გაცემა(პასის გაკეთება)-წაღება(ბურთან ერთად გადაადგილება) შეეძლება.... ფეხბურთში ყველაზე მთავარია ბურთის გარეშე მოძრაობა (სივრცეების დაკეტვა გახსნა და ა.შ)
როცა "სირბილს" ისწავლის ქართველი ფეხბურთელი მაშინ გვეშველება
წართმევის დროს
თან დაძაბული ხარ
რა მენტალitეტI, რა განათლება და პროფესioნალizმi-is ფხბურთელებI, ნაკრები და შედეგი გაქვს.
alcantara__ (384)
მე(ჩვენ) მიყვარს ჩვენი ნაკრები,პატივს ვცემ,მხურვალედ ვგულშემატკივრობ! მქონია ადრე ასეთი პერიოდებიც რომ უკანასკნელი ფული გადამიხდია ბილეთში! ან თავიდანვე დამიზოგავს და შემიგროვებია ბილეთის ფული!
მაგრამ სანაცვლოდ რას ვიღებთ? მაგარი ვკივართ და მეც ხშირად გამიგონია გულშემატკივრებისგან ფეხბურთელების გინება!
არც თავდადებაა,ეს კი ჩვენი უპატივცემულობაა...
ხო ხო აი ზუსტი შეფასებაა გეთანხმები
D ბაბუ
D გახსოვს მახინდრას ჯიპი რომ გამოუშვეს ჩვენთან ქუთაისში..
შინ მოუსვლელს ვეძახოდით D შაშიაშვილი დადიioდა მაგით..გაფუჭებული რამდენჯერ შემხვედრია ქუჩაში..თემmuრიკო..
BMVV შულ სხვაა
D ალეხანდრო
ბავარია მmaგარიაა ყველაფერში...
კი ბატონო,მაგარია! ვერ ვუარყობ და გეთანხმები D:
ან რა უფლება მაქვს ლიგის მოქმედ გამარჯვებულზე სხვა რამ ვთქვა? D:
ისე ჩემგან მოგისმენია ოდესმე ბაიერნზე ცუდის თქმა?
DDD რა გინდა პენალტი დამირტყა ჯო?!
ბაიერნ უბერ ალეს! აჰა ეს სიტყვებიც გაიგონე ჩემგან D:
ჩამოვთვალოთ ნაკების ის ფეხბურთელები რომლითაც საქართველოს ეცროპაში იცნობენ (თუ არიან ეგეთი ფეხბურთელები საერთოდ)
ამჟამად,ანუ მოქმედი ფეხბურთელებიდან არცერთი!
მაგრამ გავაცნოთ მერე! ოღონდ უნდა შევუტიოთ!
მაგრამ რანაირად შევუტიოთ?
ქეცბამ 1000 მიზეზი დაასახელა და ერთი შეტევაც არ შეგვიძლია!
კითხვა მაქვს და მიპასუხეთ ინგლისში პრემიერ ლიგასი ფეხბურთელი ბოლომდე რო არ გაყვეს თუნდაც ისეთ ბურთს რომელსაც იცის რო ვერ დაეწევა რა რეაქცია ექნება მისი გუნდის ფანობას მის მიმართ? თუ შეგიძლიათ დამიწერეთ მე ვიცი და თქვენი აზრიც მაინტერესებს
მაგაზე შოთამ თქვა ერთხელ რეინჯერსში თამაშის დროს:პირველ თამაშს ვატარებდი და ბურთი აუტზე გადადიოდა და ორჯელ უფრო სწრაფად რომ გავქცეულიყავი,მაინც ვერ დავეწეოდიო! ამიტომ აღარ გამოვეკიდე და მესმის უცებ ტრიბუნებიდან გამაყრუებელი ყიჟინა! აქეთ-იქეთ ვუყურები გაოცებული,ვერ გამიგია რა ხდება?
მერე მწვრთნელმა მითხრა:ბერთს რატომ არ გამოეკიდეო? მიზეზი იგივე უთხრა შოთამ.
ვიცი რომ ვერ დაეწეოდი,მაგრამ მაინც უნდა გამოკიდებოდი,თან ისე რომ ტრიბუნაზე შენი ძვლების ხმა ესმოდეთ ისეო! სხვანაირად აქ ვერ ითამაშებ! შეგიძულებენ და გინებით აგიკლებენო!
ბრიტანეთი ხომ ნახევრად ცხენბურთია! D:
D მასეა
ხო ეგ ინტერვიუ ვიცი მეც საქმე მაგაში კიარა თავი შეაკალით მეთქი ფეხბურთელებს კიარ მოვუწოდებ ირბინონ მაინც ეს დედააბზრიალებული ესენი დადიან ცვეტში მოედანზე დადიან იმ დღეს მეტალურგი-დინამო იყო ხოდა რუსთAვი ეხლა პატარა ქალაქია მოგეხსენება და ადვილია სადაც არ უნდა იყო სტადიონზე მისვლა ხშირადაც დავდივარ ხოლმე თამაშებზე და პირველი 15 წუთის მერე ვინგერები შუას თავი რო დავანებო ვეღარ სუნთქავდნენ ჩვენები რუსტაVელები და მიუხედავად ამისა გადაუარეს თამაშით დინამოს 90 წუთში კარში არ დაარტყმევინა გუნდმა რომელიც 45 წუთსაც ვერ ქაჩავს ფიზიკურად და ამ დინამოს უნდოდა ლიგა და ევროპა ლიგა
ცირკაჩების ჩემპიონატი ჰქვია მაგას
რა რეაქცია ექნება და ფაქიუს ძხილს დაიწყებს და ლოგიკურიც იქნება. ხიზანიშვილი რო სულ მაგას აკეთებდა მაგიტომაც გამოაბუნძულეს ინგლისიდან
ფაქიუ არ ვიცი მე
მაგრამ ის კი ვიცი რო სულ ამოუტრიალებენ ყველაფერს და იმდენს იზამენ რომ გააშვებინებენ იმ მოთამაშეს გუნდის ხელმძღვანელობას იმიტო რო ბოლომდე თამაში თავდადება მარცხის მიუხედავად ნიშნავს მაყურებლის პატივისცემას აი ეს აქვს დაკარგული ქართველ ფეხბურთელებს როგორც ალეხანდრომ დაწერა X5 თუ გყავს ქვეყანა შენია ხოდა აღარც აინტერესებთ რა და როგორ იქნება აი ცვეტში იმდენი უარყოფითის ჩამოთვლა შეგვიძლია ნებისმიერს რო მთელი ღAმე ვერ აუვალთ საერთოდ გვეშველება რამე ? არადა როგორ მინდა მოვესწრო იმ დროს როცა ჩვენც გავიხარებთ 
D ტვლიპინა შენც წადი და იმათმაც აახვიონ ვინც მინუსებს გვიწერ D
წადი თემო წადიი რააა !!! რა გახდა ეს ქეცბაია მიეცით მაგ უნამუსოს ის 2 მილიონი კომპენსაცია და გაააჯ................ აქედანნ!!!!!!!
D ერთ მინუს მე მოგაშორებ ძმა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
სადა ხართ "პატრიოტებო" ვისაც არ გაქვთ "alcantara","ronaldo","messi",zidane და მსგავსი ნიკები ქართული ფეხბურთის და საქართველოს "სიყვარულით განმსჭვალულებო" სადა ხართ დააფიქსირეთ თქვენი აზრი გვითხარით რა გამოიყვანს ამ სიტუაციიდან ქარტულ ფეხბურთს აი ზუსტად თქვენნაირი "პატრიოტები" ღუპავენ ქვეყანას მერე პრეტენზიები აქვთ რატო აკრიტიკებთ ნაკრებსო იარეთ თამაშებზეო რაიცი რო არ დავდივარ ჩემი ქალაქის გუნდის თამაშებზე რაიცი რო არ დავდივარ ნაკრების თამაშებზე რა იცით რა გულით ვქომაგობთ ამოვიდა ყელში ეს მარაზმი და მაგიტო გვირჩევნია ლამაზი და ნამდვილი ფეხბურთის ყურება სუფთა ნ**ე***ხ**ვია რასაც "ქართულ ფეხბურთს" ვეძახით რომელ ქვეყანაშია გადასახადი 50-100 ლარი 20 წლამდე ბიჭებისთვის რო ფეხბურთი ითამაშონ? რომელ ქვეყანაში ხდება ნაცნობობით მოხვედრა გუნდებში?რომელ ქვეყანაში ეზარებათ ნაკრებში თამაში, რომელ ქვეყანაში დარბიან ფეხბურთელები "ღიპებით",რომელი ფეხბურთელი დარბის 11-12 კილომეტრზე ნაკლებს მატჩი? ესენი 5 საც ვერ ქაჩავენ სადაა ესეთი სიტუაცია როცა ჩვენი ლოგიკით თურმე ლეგიონერი ქართველს 10 თავით უნდა აღემატებოდეს თორე ისე რატო უნდა ცამოიყვანო და რატო უნდა უხადო 80 წლის ჩისკოს ასტრონომიული ხელფასი და პატარა 19-20 ბიჭები კიდე პერსპექტიულები იხდიდნენ იმაში ფულს რო იტამაშონ? ზბორში ფული გადაიხადონ? ფორმა თვითონ იყიდონ? სასტავში მოსახვედრად სუფრა გაუშალონ ტრენერს? ფუ მეზიზღEბა ეს სიტუაცი ხტფუუიიიიი :@
D ჩემგანაც
პირველივე ნიკი მეცნო
DD დავთავლოთ რამდენი ძალით პატრიოტია ნაკრებში?
ვიცი მივხვდი
რახან მე და შენ უცხოელი ვარსკვლავების ნიკებით ვართ ეგ იმას არ ნიშნავ რო ჩვენთვის N1 გუნდი საქართველოს ნაკრებია დანარჩენი რაც გიწერია ყველაფერში გეთანხმები
ვერ მიმიხვდი თავში დაწერილს თუმცა არაუშAვს მიხვდება უმეტესობა რა ვიგულისხმე
სავსეა მასეთებით და მაგასაც შევეხე ჩემს ნაწერში თუ კარგად წაიკითხავ აღმოაჩენ რო ისინიც მოვიხსენიე
ჩემგან უამრავი პლუსი
ქართველების დიდი თხოვნა ბავარიის ავტო ქარხანას(BMW)
უმორჩილესად გთხოვთ ამოიღოთ წარმოებიდან თქვენი ავტო X5,რამე თუ დამთრგუნლელად მოქმედებს ჩვენს ფეხბურთელებზე!...
მაგას ჯობია ვინმემ კონვეირი საქართველოში გადმოიტანოს ქუთაისის ავტოქარხანაში და გვეშველება აბა არა? ესენი ქუთაისურ მანქანაში არ ჩაჯდებიან,თანაც ხალხი დასაქმდება და ფულიც გაუჩნდებათ.
D არ გიყვარს ხომ ბავარია D
მხარე თუ ფეხბურთის გუნდი? D:
ასევე სხვა იაფფასიანი მოდელებიც თორე X5 უკვე დონეა
X5 ეს უკვე პიკია და მაგიტომ გამოვყავი D:
აა ჰოო მართალი ხარ